პანკისი და მისი პრობლემები
Your browser doesn’t support HTML5
11 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისის მეჩეთში ქალები ზიქრის შესასრულებლად შეიკრიბნენ. ეს რელიგიური რიტუალია, რომელიც რიტმული როკვისა და წამოძახილების თანხლებით სრულდება. აქაურები არ უარყოფენ, რომ ისინი ზოგჯერ ვერ ახერხებენ იმ ახალგაზრდების შეჩერებას, ვისაც სირიის ომში საბრძოლველად წასვლა გადაუწყვეტია. ამ საკითხის მიმართ პანკისში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი თეა თოფურია ესაუბრა როგორც ტრადიციული, ისე ფუნდამენტალისტური ისლამის წარმომადგენლებსაც.