134: სადაც მზია შარაშიძე მოვიდა და ბევრ სერიალზე უფრო ჩახლართული ამბები მოგვიყვა თბილისის ზოოპარკის ცხოველების შესახებ

ციცქნა დიკ-დიკს ერთი ყბამოტეხილი ქალი უყვარდა. მის გამო ძმაკაცები დახოცა - ორსანტიმეტრიანი რქებით დაფლითა. ქალი მშობიარობას გადაყვა. დიკ-დიკი მარტო დარჩა.

მარტორქების წყვილს ჩხუბისთვის ზოოპარკში სპეციალური ადგილი ჰქონდათ გამოყოფილი. ხშირად აკითხავდნენ იმ ადგილს - კაც მარტორქას მუდმივად სჭირდება იმის მტკიცება, რომ ოჯახში ყველაზე ძლიერია. ერთხელაც ეს ვერ დაამტკიცა და ცოლის მოკლულმა ცოლისვე მკლავებში დალია სული. ქალი მარტო დარჩა - ვიდრე ვირებმა არ მოიყვანეს ხასიათზე.

მზია შარაშიძემ კიდევ ბევრი საოცარი ამბავი მოყვა თბილისის ზოოპარკის ბინადრების შესახებ. ამბები სისხლის, სექსის და სიყვარულის შესახებ.

* * *

ნიკოს პოდკასტის" რადიოში ყოველ სამუშაო დღეს, FM 107.4-ზე, 11:05 საათზე გადის. ასევე შეგიძლიათ პოდკასტი გამოიწეროთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტისათვის - თქვენ საყვარელ საპოდკასტო პროგრამაში მოძებნეთ "ნიკოს პოდკასტი".

ნიკო ასევე დაჟინებით მოგიწოდებთ, რომ მოიწონოთ ჩვენი გვერდი ფეისბუკზე და მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიებში, განხილვებში და ზოგად მხიარულებაში.

Your browser doesn’t support HTML5

134: მზია შარაშიძე