რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა სიღრმისეულად წუხს იმის გამო, რომ "საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოებაც".
„დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ საქართველოში დემოკრატიის არსებობა ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ასევე ნახეთ PACE-ში საქართველოზე დებატები იქნება - რა წერია რეზოლუციის პროექტშიკენჭისყრამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატები გაიმართა.
„ეს რეზოლუცია პასუხობს კრიზისს, რომლის იგნორირებაც უკვე შეუძლებელია. საქართველოში არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა საქართველოს საკითხებში PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელმა ედიტ ესტრელამ (პორტუგალია - სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფი). მან თქვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ წინა დებატების დროს გაკეთებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას პროგრესისთვის არ მიუღწევია და დემოკრატიული უკუსვლა გაძლიერდა.
„ალბათ, ყველაზე შემაშფოთებელია გაცხადებული მიზანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, პოლიტიკური გამოძიების საბაბით. ამის განხორციელების შემთხვევაში დაიშლება პლურალიზმი, მოხდება ყველა დემოკრატიული ალტერნატივის გაჩუმება და საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოს დაუახლოვდება“, - თქვა ედიტ ესტრელამ.
ასევე ნახეთ "კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ რამე გავაკეთოთ?" - PACE-მ საქართველოზე იმსჯელაკომიტეტის თანამომხსენებელმა საბინა ჩუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა - ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი) საქართველოში ჟურნალისტების თავისუფლების შეზღუდვაზე ილაპარაკა და თქვა „ჟურნალისტებზე თავდასხმები გრძელდება. მზია ამაღლობელი კვლავაც ციხეშია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით“.
გამომსვლელები ხაზს უსვამდნენ, რომ მათი კრიტიკა მიმართულია საქართველოს ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის მიმართ. გუსტავ გიოტბერგმა (შვედეთი, ევროპის სახალხო პარტია) განაცხადა, რომ ქართველი ხალხის უმეტესობას სურს „თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატია. მათ სურთ, რომ გამოხატვის თავისუფლება გამოიყენონ პოლიტიკურ კამპანიებში ისე, რომ ციხეში არ მოხვდნენ. მათ სურთ, რომ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში იყვნენ ჩართულნი, რომელიც ახლა უპრეცედენტო შეტევას განიცდის“.
ასევე ნახეთ PACE-ის თანამომხსენებლები გმობენ საქართველოში „განსხვავებული პოლიტიკური აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებს“რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა „ევროპელი კონსერვატორების, პატრიოტებისა და აფილირებულების“ ჯგუფის ორი წარმომადგენელი. მალტე კაუფმანმა (გერმანია) განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს რეზოლუციას, რადგან “ამჟამინდელ ვითარებას საქართველოში ახასიათებს ღრმა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობა, მაგრამ სწორედ ასეთ დროსაა საჭირო დიალოგში ჩართვა” და დასძინა: “უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხმა აირჩია, შესაბამისად ის ლეგიტიმურია და უნდა ვაწარმოოთ დიალოგი საქართველოს ყველა პარტიებთან, სამთავრობო პარტიებთანაც და ოპოზიციასთანაც“. რეზოლუციის მიღების კიდევ ერთმა მოწინააღმდეგემ, ხოსე მარია სანჩეს გარსიამ (ესპანეთი, ევროპელი კონსერვატორები, პატრიოტები და აფილირებულები) დასძინა, რომ ამ რეზოლუციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხოლოდ იდეოლოგიური მოსაზრებებით იღებდა, რადგან “ევროპის პოლიტიკური სპექტრის გარკვეულ წარმომადგენლებს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგი არ მოეწონათ”.
PACE- ში საქართველოს შესახებ დებატებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი. მან კოპენჰაგენში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის შემდეგ, მედიის შესაბამისი შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი“.
ასევე ნახეთ „გამოითქვა მზაობა ურთიერთობების გადახედვისთვის“ - კობახიძე ამბობს, რომ დანიაში 30-ზე მეტ ლიდერს გაესაუბრა„იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული, წინა რეზოლუცია, რაც იქნა მიღებული, ასევე ამ მძიმე მდგომარეობას ასახავს. გახსოვთ, რომ მაშინ პირდაპირ მოითხოვეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აღიარეს თვითონ არჩევნების სწორი ფორმით ჩატარება. არავის უკვირს ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი, თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, რა თქმა უნდა, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ის დღეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსესაც შეხვდა. კობახიძის თქმით, ბერსესთან საუბარშიც შეეხნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თემას და იმას, რომ საქართველოს შეჩერებული აქვს საქმიანობა საპარლამენტო ასამბლეაში.
„ჩვენ აქაც გამოვთქვით სრული მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ვითანამშრომლებთ ევროსაბჭოსთან. მზად ვართ საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობისთვისაც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. მადლობა გადავუხადე ბატონ ალან ბერსეს მისი მონაწილეობისთვის იმ პროცესებში, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდება ჯანსაღი ფორმით“, - თქვა კობახიძემ.