დღეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი:
- მოუწევს თუ არა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს ბუდაპეშტიდან გადასვლა?
- ინტერვიუ ბუდაპეშტის „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ თანამშრომელთან, ჩაბა ჩონტოშთან.
- როგორია გერმანელი ქალის ცხოვრება თბილისში? ბარბარა ვატენდორფი რუბრიკაში „შინ-უცხოეთში“.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.