სოციალური კავშირების რღვევა

გადაცემაში შემოგთავაზებთ ორ ინტერვიუს. ორივე ინტერვიუში თხრობა ფართოდ გავრცელებული დისკურსისგან განსხვავებულია. ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად რუსი აფხაზეთის მკვიდრი ორი ქალი ჰყვება აფხაზეთში „მხედრიონის“ შესვლისა და ადგილობრივ მოქალაქეებთან მათი ურთიერთობის შესახებ.

Your browser doesn’t support HTML5

გადაკვეთის წერტილი

გადაცემის სტუმრები კი - რუსიკო მარშანია, „ბერგჰოფის ფონდის“ წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციისა „პირისპირ“, და ნათია ჭანკვეტაძე, მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის მაგისტრი მანჩესტერის უნივერსიტეტში - საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ირღვევა სოციალური კავშირები კონფლიქტის ნიადაგზე ადგილობრივ სოციუმში და რამდენად რთულია ამ კავშირების აღდგენა ომის ტრავმაგადატანილი საზოგადოების წევრებისთვის. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თვისუფლების თბილისის სტუდიაში.