მიხეილ ბენიძე წინასაარჩევნო გარემოს თაობაზე

Your browser doesn’t support HTML5

8 სექტემბერს რადიო „თავისუფლების“ „დილის საუბრების“ სტუმარი იყო მიხეილ ბენიძე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი. მან ისაუბრა წინასაარჩევნო გარემოზე. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დაკვირვებით, 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა, მიხეილ ბენიძის თქმით, გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების, ზეწოლა-მუქარისა და, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები. ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესიც გარკვეული ხარვეზებით წარიმართა. ასევე, წინასაარჩვენო გარემოზე დაკვირვებისას აღმოჩნდა, რომ „ახალ მიგნებას“ წარმოადგენს ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ მიმართული სადეზინფორმაციო კამპანია სოციალური ქსელების მეშვეობით. და ბოლოს, ორგანიზაცია საყურადღებოდ მიიჩნევს ასევე საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევებს 38 მუნიციპალიტეტში და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის ხუთ შემთხვევასაც.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ ბენიძე წინასაარჩევნო გარემოს თაობაზე