23 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ოთარ ანგურიძე, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, რომელმაც ილაპარაკა სამთავრობო ცვლილებებზე.
Your browser doesn’t support HTML5
სტუმრად ჩვენს ეთერში ოთარ ანგურიძე
მან ყურადღება გაამახვილა ცვლილებებზე ეკონომიკურ გუნდში და განაცხადა,რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა მიანიშნებს ხელისუფლების სურვილზე თანმიმდევრულად განახორციელოს 2012 წლიდან დასახული გეგმები. ოთარ ანგურიძის თქმით, ხელისუფლების ეკონომიკურ გამოწვევებს შორის მთავარ ადგილს მაინც ლარის სტაბილურობის შენარჩუნება დაიკავებს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და მისი საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერება.