ჩეჩნეთის მეორე ომი: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში"

კაცი ჩეჩნეთის დროშას აფრიალებს რეგიონის დედაქალაქ გროზნოში 1995 წელს. მრავალი შენობა დაინგრა რუსული ბომბებითა და სხვა იარაღით ფედერალურ ჯარებსა და ჩეჩენ მეამბოხეებს შორის 1994-96 წლებში წარმოებულ ომში. ეს ომი ჩეჩნეთის დე ფაქტო დამოუკიდებლობით დასრულდა. 

ჩეჩენი მამაკაცი 1994 წელს. მოსკოვი საუკუნეების განმავლობაში აწარმოებდა რეპრესიებს ჩეჩნების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთში ხშირად მიიჩნევდნენ ხოლმე განსაკუთრებით გაუტეხელ მოწინააღმდეგეებად. ალექსანდრ სოლჟენიცინი, რომელიც თავის ნაწარმოებებში საბჭოთა გულაგს აღწერს, ჩეჩენ პატიმრებზე წერდა, რომ ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები "უარს ამბობდნენ მორჩილების ფსიქოლოგიის მიღებაზე."

კაცის გაროზგვა გროზნოში 1996 წელს. ომით გამოწვეულმა ნგრევამ და შედარებითმა იზოლაციამ, რაც მას მოჰყვა, ჩეჩნეთში ხელსაყრელი პირობები შექმნა ექსტრემიზმისთვის. ქუჩაში ძალადობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. 1997 წელს რეგიონმა შარიათის კანონი მიიღო და სასჯელის საჯაროდ აღსრულება დაიწყო.

რუსეთის სამხედროები მეამბოხეებს ებრძვიან მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელები დაღესტანში გადავიდნენ და იერიშები განახორციელეს, რაც ჩეჩნეთის მეორე ომის ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორი გახდა. 

ომის კიდევ ერთი მძლავრი კატალიზატორი იყო საცხოვრებელი სახლების აფეთქებები, რასაც 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მოსკოვსა და კიდევ ორ ქალაქში. პუტინმა ამაში ჩეჩენი "ტერორისტები" დაადანაშაულა და დაიწყო მასობრივი საჰაერო იერიში. მაგრამ საცხოვრებელი სახლების აფეთქებებზე დღემდე არ წყდება სპეკულაციები. არსებობს ეჭვი, რომ კრემლმა თავად დაგეგმა ეს ტერაქტები, რათა თავისი შემდგომი ნაბიჯები გაემართლებინა.

1991 წლის 1 ოქტომბერს პუტინმა ჩეჩნეთში სახმელეთო იერიშის დაწყების განკარგულება გასცა. ეს ფოტო 2 ოქტომბერსაა გადაღებული. 

რუსეთის ფედერალური ძალების ჯარისკაცები ჩეჩენ მეამბოხეთა პოზიციებს უშენენ ცეცხლს. სახმელეთო იერიში მიმდინარეობდა არტილერიისა და ავიაციის აქტიური მხარდაჭერით.

ჩეჩენი მეამბოხეები ფედერალურ ჯარებს უთვალთვალებენ 17 ოქტომბერს. 

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები ჩეჩნური სოფლის თავზე. შორი რადიუსის იარაღის გამოყენებით რუსეთის ჯარები შედარებით იოლ გამარჯვებებს აღწევდნენ, მაგრამ დიდი იყო მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.

გზის მიმართულებით, რომელსაც ჩეჩენი მეამბოხეები იყენებენ, ისვრიან რუსულ რაკეტა "ტოჩკას", რომელსაც ნახევარი ტონა ასაფექებელი ნივთიერების ზიდვა შეუძლია. რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს რამდენიმე ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა, რომლებმაც 21 ოქტომბერს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა გროზნოს ცენტრში. 

ნავთობის საბადოები ჩეჩნეთში, რომელიც რუსეთში ნავთობის მწარმოებელი ერთ-ერთი რეგიონია. გავრცელებული ინფორმაციით, 1990-იან წლებში რუსეთის სამხედროები დიდ მოგებას ნახულობდნენ ჩეჩნეთის ნავთობით. 

წარწერა კედელზე გროზნოს გარეუბანში: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში. ნაწილი II". ტექსტის დანარჩენი ნაწილი ("ჩვენ დავბრუნდით") ეხება რუსეთის ფედერალური ჯარის ნაწილს ირკუტსკის რეგიონიდან.

ფედერალური ჯარები გროზნოში ბრძოლების დროს 2000 წლის იანვარში. 

2000 წლის თებერვალში სამხედროები რუსეთის დროშას აღმართავენ გროზნოს ცენტრში. ამ დროისთვის ფედერალურმა ჯარებმა კვლავ ჩაიგდეს ხელში დედაქალაქი, რომლის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად იყო ქცეული რუსული ბომბებისა და სხვა იარაღის წყალობით. 

ქალი გროზნოს ნანგრევებს შორის. გროზნო ოც წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ორჯერ იქცა ბრძოლის ასპარეზად და ის დედამიწაზე ყველაზე უფრო მეტად დანგრეული ქალაქი იყო. 
 

რუსეთის საზღვაო ქვეითები პატრულირებისას 2000 წლის თებერვალში. ფედერალური ჯარების მიერ გროზნოს ხელში ჩაგდების შემდეგ, ომის ახალ ფაზაში, მეამბოხეები მთებიდან და ტყეებიდან აწარმოებდნენ საბრძოლო მოქმედებებს. 

ჩეჩენი მეომრები გროზნოს მახლობლად ტყეში ისვენებენ. 1999 წლის დეკემბერი. 

რუსეთის არმიის პოზიცია ჩეჩნეთის მთებში 2000 წლის აპრილში. 

როცა ფედერალური ჯარები მთებისკენ დაიძრნენ, ისლამისტმა მეომრებმა, რომელთა შორის უცხოელებიც იყვნენ, გაამწვავეს პარტიზანული თავდასხმები, რუსეთის იერიშების შედეგად კი სულ უფრო მეტი სამოქალაქო პირი იღუპებოდა. 

რუსეთის ფედერალური არმიის ჯარისკაცი სოფელ კომსომოლსკოეში ბრძოლებისას, სადაც 700-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი სამოქალაქო პირი, დაიღუპა 2000 წლის მარტში. ვლადიმირ პუტინმა, რომელიც მარტში აირჩიეს პრეზიდენტად და რომლის ინაუგურაცია მაისში გაიმართა, იმ გაზაფხულზე ჩეჩნეთში კრემლის პირდაპირი მმართველობა შემოიღო. 

2002 წლის ოქტომბერში ისლამისტი მეომრები შეიჭრნენ მოსკოვის თეატრში და ათასამდე მაყურებელი, შემსრულებელი და სხვები აიყვანეს მძევლად. ისინი ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ითხოვდნენ. ხელისუფლების თქმით, ყველა თავდამსხმელი განადგურებულ იქნა, როცა ოპერაციის მესამე დღეს თეატრში სამართალდამცველები შეიჭრნენ. მაგრამ დაიღუპა ასევე 130 მძევალი, ბევრი მათგანი გაზის გამო, რომელიც შენობაში შეტუმბეს, სანამ დაიწყებდნენ, კრიტიკოსთა თქმით, ცუდად კოორდინირებულ შტურმს. 

2002 წელს თეატრის ალყას მოჰყვა სამოქალაქო პირებზე მეამბოხეების რამდენიმე სხვა თავდასხმა ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ, რასაც კრემლი საპასუხო ოპერაციებით პასუხობდა. 2004 წლის 1 სექტემბერს მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს სკოლა ჩეჩნეთის მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ბესლანში. ტყვედ აიყვანეს 1100-ზე მეტი მოსწავლე, მშობელი და სკოლის თანამშრომელი. სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოითხოვდნენ ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. რუსეთის საგანგებო დანიშნულების ძალებმა განახორციელეს ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც, კრიტკოსთა თქმით, დაუდევრად ჩატარდა. სამდღიანი ოპერაციის შედეგად დაიღუპა 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი. 

2000 მარტში ახმად კადიროვი (მარცხნივ) დაინიშნა ჩეჩნეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ყოფილი სეპარტისტი მებრძოლი, რომელიც კრემლის მომხრე პოლიტიკოსად იქცა, 2004 წელს მოკლეს. მისი ვაჟი რამზანი (მარჯვნივ) პუტინმა ჩეჩნეთის პრეზიდენტად დანიშნა 2007 წელს და ის დღემდე რჩება რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობაზე. ჩეჩნეთი აღდგენილ იქნა მოსკოვის უზარმაზარი ფინანსური დახმარების წყალობით. მაგრამ, უფლებადამცველთა თქმით, კადიროვის მმართველობა ძალადობასა და დაშინებაზეა დამყარებული. იგი პასუხისმგებელია მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარე უხეში დარღვევებისთვის - მათ შორის გატაცებების, წამებისა და მკვლელობებისთვის. 

2009 წლის აპრილში მოსკოვმა გამოაცხადა, რომ ჩეჩნეთში დასრულდა "კონტრტერორისტული ოპერაცია". კონფლიქტს სავარაუდოდ ემსხვერპლა 50-დან 80 ათასამდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. 

ოცი წლის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ჩეჩნეთში დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელმაც განსაზღვრა მისი მმართველობის ბედი.