ბათუმში დასრულდა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ბათუმში

ბათუმში დაიხურა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი ISAF-ის მისიას, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის დღის წესრიგში ასევე შედიოდა ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება და საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს:

„... ასეთი სახის კონფერენცია იმის დემონსტრირებაა, რომ ერთმანეთის გამოცდილებისა და შეხედულებების გაზიარების გარეშე, ვერცერთი ქვეყანა საკუთარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ვერ გადალახავს XXI საუკუნის გამოწვევებს. მინდა მადლობა გადავუხადო დისკუსიაში მონაწილეებს და ყველა მოწვეულ ადგილობრივ თუ უცხოელ სტუმარს. კმაყოფილი ვარ კონფერენციის განმავლობაში გაწეული მუშაობით და მნიშვნელოვან საკითხებზე გამართული დისკუსიებით..."

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს მერვედ ჩატარდა.

Your browser doesn’t support HTML5

რეპორტაჟი ბათუმიდან