ახალი თეატრალური სეზონი გაიხსნა. 14 სექტემბერს სამეფო უბნის თეატრმა სეზონი გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლით,
“ტროელი ქალებით” გახსნა. წარმოდგენები ანშლაგით მიმდინარეობს. “ტროელ ქალებს”, რეჟისორ დათა თავაძისა და დრამატურგ დავით გაბუნიას ამ ნამუშევარს, დადებით შეფასებას აძლევენ სპეციალისტები.