„მხარს ვუჭერ შიდსის დამარცხებას!“

Your browser doesn’t support HTML5

1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. 1987 წლიდან მოყოლებული, ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ, წელს ასეთი ქვეყნების რიცხვმა 160-მ მიაღწია. მათ შორის არის საქართველოც. ამჯერად ორგანიზატორებმა დევიზად აირჩიეს სიტყვები: „მხარს ვუჭერ შიდსის დამარცხებას“. მედიკოსები და აქტივისტები მიზნად ისახავენ, 2030 წლამდე დაამარცხონ შიდსის ეპიდემია.