ალექსანდრა დრიკი: „ლუსტრაცია არ ნიშნავს დასჯას“
Your browser doesn’t support HTML5
ლუსტრაცია აუცილებელი არ არის მაინცდამაინც კომუნისტურ ტოტალიტარიზმთან იყოს დაკავშირებული. ლუსტრაციის მაგალითად მოიხსენიებენ ხოლმე დენაციფიკაციასაც - პროცესს, რომელიც გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დამხობას მოჰყვა. უკრაინაში კი 2014 წლიდან მოქმედებს „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტი“. მის თავმჯდომარეს, ალექსანდრა დრიკს ვკითხეთ, რა მიზნები აქვს დასახული და რა დაბრკოლებების გადალახვა უწევს „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტს“.