აქტივობა ოლქებში, სადაც „ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 100% მიიღეს - ინტერაქციული რუკა

2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში 26 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენტი არ ჰყოლია

იმ 26 ოლქიდან, რომლებშიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატები მონაწილეობდნენ, ამომრჩევლის ყველაზე დიდი აქტივობა ასპინძაში დაფიქსირდა - 69,32%. ამომრჩეველთა რაოდენობის ნახევარზე მეტი მივიდა საარჩევნო უბნებზე 26-დან 18 მუნიციპალიტეტში.

2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ყველა ამ ოლქში ამომრჩეველთა აქტივობის ნახვა და 2021 წლის შედეგებთან შედარება ამ რუკაზე შეგიძლიათ. პროცენტების სანახავად მიიტანეთ კურსორი შესაბამის მუნიციპალიტეტზე მონიშნულ წრესთან.

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა - ასეთია 21:47 საათისთვის ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები გამარჯვებულები არიან 64-ვე მუნიციპალიტეტში, მათგან 26-ში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდათ, 100%-ით.

ცესკოს მონაცემებით, რომლებიც საქართველოში გახსნილი 3061 უბნის 73%-ის (2233) მონაცემებს ეყრდნობა, „ქართული ოცნებას“ ხმების 80,8% აქვს.

ასევე ნახეთ „სოროკ ადინმა დაგვაფინანსა“ - როგორ ირჩევდნენ რუსთაველები ქალაქის მერს
ასევე ნახეთ „მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება“ - ბიძინა ივანიშვილი
ასევე ნახეთ 4 ოქტომბერი - არჩევნები OSCE/ODIHR-ის გარეშე