არქიტექტორები სოლიდარობისთვის: პროფესია, კრიზისი და მოძრაობა - ფენოვანი 2.50

Your browser doesn’t support HTML5

არქიტექტურა, ურბანისტიკა, ქალაქგეგმარება ... დისციპლინები, სადაც ქვეყნის განვითარება და სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობა ვიზუალურად ყველაზე კარგად აღიქმება.

საქართველოს არქიტექტორების საზოგადოება (სას) და საქართველოს არქიტექტორების და ურბანისტების პროფესიული კავშირი (PUGAU) შედგება ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ დეკადების განმავლობაში დაზიანებული არქიტექტურული და სოციალური ქსოვილის გამოსწორებას და აღდგენას.