ბათუმში მთავარი ნაძვის ხე აინთო
Your browser doesn’t support HTML5
ბათუმის საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთო. 22-მეტრიანი ნაძვის ხე ტრადიციულად ევროპის მოედანზე დადგეს. 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ნაძვის ხესთან გაიმართება საახალწლო კონცერტები და ადგილობრივი ნაწარმის ბაზრობა. საახალწლოდ ბათუმის მორთვისა და სადღესასწაულო ღონისძიებების ხარჯმა 433 730 ლარი შეადგინა.