„ბლუმბერგი“: აშშ მზად არის აღიაროს ყირიმის ანექსია სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში

„The Bell“ წერს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის აღიარების საკითხი სხვადასხვა ფორმულირებით მანამდეც განიხილებოდა.

აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განიხილავს რუსეთის ხელისუფლების მიერ ყირიმის ანექსიის აღიარების შესაძლებლობას - საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, წერს Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს, კომენტარისგან თავი შეიკავა.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის ადმინისტრაციის რიტორიკაზე: 18 აპრილს როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ისე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადეს, რომ ისინი შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, თუმცა შესაძლოა ამ ძალისხმევაზე უარი თქვან, თუ მოლაპარაკებები სწრაფად არ წარიმართება.

ტრამპმა უკვე წაუყენა ულტიმატუმი კრემლს – ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაგზავნილ წინადადებაზე პასუხი მიღებულ უნდა იქნეს კვირის ბოლომდე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის აღიარების შესაძლებლობას.

ასევე ნახეთ აქტივისტები: ყირიმში კვლავ ამოქმედდა წყალქვეშა ნავების საიდუმლო საბჭოთა ბაზა

„The Bell“ კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის აღიარების საკითხი სხვადასხვა ფორმულირებით მანამდეც განიხილებოდა.

„მიდის თუ არა საუბარი ყირიმის რუსეთთან შეერთების ოფიციალურ აღიარებაზე ან, მაგალითად, დაფიქსირდეს, რომ უკრაინა არ შეეცდება მის სამხედრო გზით დაბრუნებას – ასეთი პუნქტი, კერძოდ, შედიოდა 2022 წლის გაზაფხულზე სტამბოლში გამართული, მაგრამ გაუფორმებელი შეთანხმებების შავ მონახაზში – უკრაინა მზად იყო ვალდებულება აეღო, რომ 15 წლის განმავლობაში არ გამოიყენებდა შეიარაღებულ ძალებს ყირიმის დასაბრუნებლად“, – წერს გამოცემა.

ასევე ნახეთ პუტინი და „ყირიმის ომის“ დაუსწავლელი გაკვეთილები

ასევე ნახეთ

ტრამპი უკრაინის მოლაპარაკებებზე: თუ რომელიმე მხარე პროცესს გაართულებს, ჩვენ გვერდზე გავდგებითთუ უკრაინაში ომის შესაწყვეტად პროგრესი უახლოეს დღეებში არ იქნება, აშშ შესაძლოა პროცესს გამოეთიშოს უკრაინის მთავრობამ გამოაქვეყნა შეერთებულ შტატებთან ხელმოწერილი მემორანდუმიპარიზში მიმდინარეობს მრავალმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზეტრამპმა რუსულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლა კიდევ ერთი წლით აუკრძალაWSJ: ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი ტრამპს ურჩევს მოსკოვისადმი მიდგომა გაამკაცროსტრამპმა უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლებს პუტინიც დაამატა