განკარგულება, რომელიც 21 ოქტომბერს გამოიცა, 2026 წლის 1 იანვარს შედის ძალაში.
„ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო“, - წერია განკარგულებაში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია უნდა გადაეცეს სამინისტროს.
კობახიძემ ამავე განკარგულებით განათლების სამინისტროს დაავალა, შექმნას სალიკვიდაციო კომისია, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბრამდე „უზრუნველყოფს ლიკვიდაციისთვის საჭირო პროცედურებსა და ღონისძიებებს“.
- „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ 2014 წელს დაარსდა.
- ცენტრის ვებსაიტის თანახმად, მისი მთავარი მიზანია „სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების განვითარებას და საქართველოში ახალი ცოდნის ინტეგრირებას“.
- ამავე წყაროს ცნობით, ცენტრი მსურველებს „სთავაზობს შესაძლებლობას, ისწავლონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, შეძენილი ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში მოახდინონ“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს, საღამოს წარადგინა „საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციის პროექტი“ და გამოყო, მისი ხედვით, სისტემის წინაშე არსებული შვიდი გამოწვევა და მათი დაძლევის გზები.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
ექსპერტები რეფორმას აკრიტიკებენ, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სისტემისგან იზოლაციისა და აკადემიური თავისუფლების ხელყოფის საფრთხეს.
ასევე ნახეთ „ოცნების“ განათლების რეფორმა - ვინ იხეირებს, თქვენი შვილი თუ მმართველი პარტია