შიმშილობის მე-19 დღე აქვს ბათუმში, იმავე აქციაზე დაკავებულ ბათუმელ მედროშედ ცნობილ თემურ ქათამაძეს, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ცდილობდა. მას თურქეთში ექსტრადიცია ელოდება. მე-6 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს დრამატურგი ლაშა ჩხვიმიანი - ის ამბობს რომ თუკი 5 თებერვალს დმანისის ცენტრი უკმაყოფილო მოქალაქეებით გაივსება, შიმშილობას შეწყვეტს. 137-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომლის საქართველოდან აზერბაიჯანში ექსტრადიცია სტრასბურგის სასამართლომ შეაჩერა. შიმშილობაზე, როგორც პროტესტის უკიდურეს, ჯანმრთელობისთვის საშიშ ფორმაზე ვისაუბრებთ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად - მან 2021 წელს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღე იშიმშილა.
შიმშილობა, როგორც იარაღი: ბრძოლა, სოლიდარობა და შედეგები
Your browser doesn’t support HTML5
24-ე დღეა საპატიმროში შიმშილობს მზია ამაღლობელი, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი. ის ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.