ზურაბ კვაჭაძე: ოდესაც იგივე ფრონტის ხაზია

ზურაბ კვაჭაძე, საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული ოდესაში

31 იანვარს რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესაზე, რომელსაც არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ დიდი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის.

ოფიციალური ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა იუნესკოს მფარველობაში არსებული ოთხი მუზეუმი, ფილარმონია და ისტორიული სასტუმრო „ბრისტოლი“, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა. ამ დაბომბვის თვითმხილველი და გარკვეულწილად დაზარალებული აღმოჩნდა ჩვენი თანამემამულე, წარსულში ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული ზურაბ კვაჭაძე, რომელიც ამჟამად კერძო ბიზნესით არის დაკავებული ოდესაში.

„ორი რაკეტა 10 წუთის ინტერვალით აფეთქდა ჩვენგან 100 მეტრის რადიუსში. მეორე აფეთქებამდე 12 წამით ადრე მოვასწარით გასვლა დარბაზიდან, ალბათ ამანაც გვიხსნა“, - წერს ფეისბუკში ზურაბ კვაჭაძე.

ზურაბ კვაჭაძე ოდესიდან ტელეფონით გვერთვება და მოგვიყვება 31 იანვრის დაბომბვის შედეგების და, ზოგადად, იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობს ომის ვითარებაში ქალაქი ოდესა, როგორ უყურებენ ოდესელები მომავალს.

სასტუმრო "ბრისტოლის" ფასადი დაბომბვის შემდეგ. ზურაბ კვაჭაძის მიერ გადაღებული ფოტო

სასტუმრო "ბრისტოლის" ჰოლი

ასევე ნახეთ მედვედევმა ოდესას მიმართა, „სახლში“ - რუსეთში „დაბრუნდეს“