აშშ გეგმავს სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსეთის წარმომადგენლებთან

სტივ უიტკოფი, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ახალ შეხვედრას რუსულ მხარესთან, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ შეუერთდნენ უკრაინაში ომის შეწყვეტის ჩარჩო-შეთანხმებას. ინფორმაციას ავრცელებს ტელეარხი CNN წყაროებზე დაყრდნობით.

ტელეარხის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ ჩარჩო-შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ფრონტის ხაზის გასწვრივ, ხოლო აშშ მზად არის, აღიაროს რუსეთის კონტროლი ანექსირებულ ყირიმზე. შეთანხმების სხვა დეტალები არ კონკრეტდება.

მანამდე სააგენტო Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ შეთავაზების თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორია დარჩება მოსკოვის კონტროლის ქვეშ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ცეცხლის ხანგრძლივად შეწყვეტის შემთხვევაში.

ასევე ნახეთ „ბლუმბერგი“: აშშ მზად არის აღიაროს ყირიმის ანექსია სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში

აშშ-ის შეთავაზებები წარმოდგენილი იყო უკრაინული და ევროპული მხარეებისთვის პარიზში გამართულ შეხვედრაზე 17 აპრილს; ისინი ასევე გადაეცა რუსულ მხარეს - აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს.

ჩარჩო-შეთანხმების ზოგიერთი ელემენტის დაზუსტება იგეგმება შეხვედრაზე უკრაინისა და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც მომავალ კვირას ლონდონში გაიმართება.

სტივ უიტკოფი უკვე, სულ მცირე, სამჯერ შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ასევე ნახეთ

თუ უკრაინაში ომის შესაწყვეტად პროგრესი უახლოეს დღეებში არ იქნება, აშშ შესაძლოა პროცესს გამოეთიშოს პარიზში მიმდინარეობს მრავალმხრივი მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზეWSJ: ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი ტრამპს ურჩევს მოსკოვისადმი მიდგომა გაამკაცროს„ან უნდა იმოქმედოთ, ან გაჩუმდეთ“ - ტრამპი უკრაინის მოლაპარაკებების შესახებკრემლში წინასწარ არ ამბობენ, შეხვდება თუ არა პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს