შემოთავაზებულ რეფორმაზე, განათლების პრობლემებზე, უნივერსიტეტების საჭიროებებსა და მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარებზე ვმსჯელობთ ილიას უნივერსიტეტის რექტორთან, ნინო დობორჯგინიძესთან ერთად
როგორ დაიცავენ უნივერსიტეტები თავს და აკადემიურ თავისუფლებას - ინტერვიუ ნინო დობორჯგინიძესთან
Your browser doesn’t support HTML5
მთავრობის წევრებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა კომისიამ უმაღლესი განათლების რეფორმა წარადგინა - ოთხგვერდიანმა დოკუმენტმა უამრავ კითხვასთან ერთად გააჩინა შეგრძნება, რომ ხელისუფლება უნივერსიტეტების “მოთვინიერებას” იწყებს და განათლების სფეროში უკვე მიღწეული შედეგების განადგურებას აპირებს.