„მშობლებმა ის კი არ თქვეს, ლესბოსელი რატომ ხარ, რატომ თქვიო“ - ინტერვიუ თინათინ ნოღაიდელთან

Your browser doesn’t support HTML5

„როგორც ცნობილია, იოგასა და გენდერის თეორიების გარეშე ქალებს მხოლოდ ირონია გვშველის” - ამბობს თინათინ ნოღაიდელის სადებიუტო რომან “ულვაშების” გმირი. ამ წიგნმა ორი კვირის წინ აიღო ლიტერატურული პრემია “ლიტერა.”

წიგნის დაწერამდე და ლიტერატურულ საქმიანობამდე მას რამდენიმე ცხოვრება ჰქონდა, იყო კულინარიული ბლოგის ავტორი, მასწავლებელი, სცადა მომღერლობა, ბოლო წლებია სასტუმროში მუშაობს დამლაგებლების მეთვალყურედ - ამ ინტერვიუში ის ძირითადად მაინც მის პირველ წიგნზე და იმ გზაზე ლაპარაკობს, რომელსაც ქვიარები აწყდებიან თვითაღიარების და ახლობლებთან ურთიერთობების დალაგების რთულ გზებზე.