ისრაელ-ირანის მზარდი კონფლიქტის ფასი - მშვიდობიანი მოსახლეობა ორივე მხარეს

1. 15 ივნისი: კაცს მიჰყავს დაჭრილი გოგო, თეირანის ცენტრში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ისრაელის მიერ ირანის მთელ ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დარტყმების დროს.

2. 16 ივნისი: ქალი დასტირის 94 წლის ბელა აშკენაზის ცხედარს. ის დაიღუპა მას შემდეგ, რაც ირანის მიერ 15 ივნისს საღამოს ნასროლი რაკეტა მის სახლს მოხვდა.

3. 15 ივნისი: კაცი დაშავებული ჩვილით ხელში, თეირანში მომხდარი აფეთქების შემდეგ.

4. 14 ივნისი: დაშავებულ კაცს დახმარებას უწევენ იმ ადგილის მახლობლად, სადაც ირანის რაკეტა დაეცა, თელ-ავივის სამხრეთით.

5. 15 ივნისი: ხალხი დაჭრილ კაცს ეხმარება, თეირანის ცენტრში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ.

6. 13 ივნისი: ისრაელელი მაშველები ახორციელებენ ქალის ევაკუაციას, თელ-ავივის აღმოსავლეთით მდებარე რამათ-განში, ირანის სარაკეტო დარტყმის შემდეგ.

7. 15 ივნისი: დაჭრილი კაცი გაჰყავთ თეირანის ცენტრში მომხდარი აფეთქების ადგილიდან.

8. 15 ივნისი: საცხოვრებელი კორპუსი იწვის თეირანის ცენტრში ისრაელის დარტყმის შედეგად.

9. 16 ივნისი: ისრაელელი მაშველები ირანის დარტყმის შედეგად განადგურებულ შენობებთან თელ-ავივში.

10. 15 ივნისი: დაჭრილი კაცი ელოდება სამედიცინო დახმარებას, თეირანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ.

11. 13 ივნისი: დაშავებული კაცი რამათ-განში ისრაელზე ირანის დარტყმების შემდეგ.

მსხვერპლი, დაჭრილები და დაშავებულები - ისრაელსა და ირანს შორის ორმხრივ, მასობრივ ცეცხლში მოყოლილი მშვიდობიანი მოსახლეობა და ნგრევა კონფლიქტის ორივე მხარეს. ადგილზე გადაღებული ფოტოები ასახავს უმძიმეს რეალობას.