დღეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი:
- რას შეიძლება მოველოდეთ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრიდან?
- ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან.
- „შინ - უცხოეთში“: მშვენიერი ქართული, მრავალხმოვანი ქართული სიმღერები - რამ დაასახლა სოლოლაკში მონპელიელი ზოე პერე.
- ნიკომ შეარჩია სამი სიმღერა "დავიწყებულ ომზე".
- კალეიდოსკოპი: სილამაზის კონკურსი ტრანსფორმაციის გზაზე.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.