მაგალითად, რუსეთიდან პოლიტიკური ნიშნით დევნილი, უფლებადამცველი სტანისლავ დმიტრიევსკი. ის ნიჟნი ნოვგოროდიდან არის და საკუთარი აქტივიზმის მაგალითზე, თანამედროვე რუსეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ისტორიას გვიყვება.
მარინამ მიტროპოლიტი გრიგორი მიხონოვ-ვაიტენკოც გაიცნო, უცხო ქვეყნის აგენტად წოდებული მღვდელი, რომელიც რუსეთიდან ანასტასია ზინოვკინას, არტემ გრიბულის და ანტონ ჩეჩინის მოსანახულებლად ჩამოვიდა.
რა ხდებოდა რუსეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და რა პარალელები შეგვიძლია გავავლოთ თანამედროვე საქართველოსთან?
წინააღმდეგობა, დევნა და პოლიტპატიმრობა - ფენოვანი 3.80
Your browser doesn’t support HTML5
მარინა მესხი, სამოქალაქო აქტივისტი, საქართველოს ციხეებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ უცხოეთის მოქალაქეებს ეხმარება. ხან წიგნები მიაქვს, ხან ტანსაცმელი. აქციებზე და ციხესთან უამრავი საინტერესო ადამიანი გაიცნო.