პრაღა სვამს ქართულ ღვინოებს
Your browser doesn’t support HTML5
პრაღის ცენტრში მდებარე შუა საუკუნეების გოთიკურ რატუშაში, „ნოვომესტსკე რადნიცეში“, 24-25 მაისს ე.წ. აუთენტური ღვინოების ფესტივალი გაიმართა, სახელწოდებით „პრაღა სვამს ღვინოს“. ფესტივალში პირველად მონაწილეობდნენ ქართველი მეღვინეები, ტრადიციული ქართული ყურძნის ჯიშებისაგან მსოფლიოში უკვე აღიარებული უძველესი ქართული წესით ქვევრში დაყენებული ღვინოებით.