სესია სტვენისა და შეძახილების ფონზე

Your browser doesn’t support HTML5

19 ივნისს თბილისში გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. სესიის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სტვენითა და შეძახილებით დახვდნენ. მათი პროტესტი გამოიწვია სესიაში რუსი დეპუტატების, განსაკუთრებით ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის, მონაწილეობამ. გავრილოვი ღიად აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.