„ქართულ მხარეს არ უნდა სწყინდეს სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ცუდი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში“, - აცხადებს ანდრიი სიბიჰა.
„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: ადრე თუ გვიან თავიანთი ევროპული მისწრაფებების რეალიზებას — მიუხედავად მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკისა“, - წერს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პლატფორმა X-ზე.
„საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“, - დასძენს იგი.
წინა დღეს, 5 ნოემბერს, ჩინეთში ვიზიტად მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის ხელისუფლების მიერ გადადგმულ „ხელის შემშლელ ნაბიჯებზე“.
„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა მან.
„ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, ვიდრე ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არაერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ასევე ნახეთ ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ ანგარიში გამანადგურებელია - პაველ ჰერჩინსკი„ეს ხდებოდა, არ დამალულა, ყველამ ვიცით. უკრაინა არ არის დღეს ევროკავშირის წევრი და, შესაბამისად, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, რა თქმა უნდა, მას ვერ ექნება რამე დათქმები საქართველოსთან მიმართებით“, – თქვა მან.
4 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც ასახულია „სერიოზული შეშფოთება საქართველოში სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო“.
ასევე ნახეთ „საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა“ - რა რეკომენდაციები ექნება ევროკომისიას გაფართოების ანგარიშშიევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველო ერთადერთია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის, რომელსაც რეგრესი - და მნიშვნელოვანი რეგრესი - აქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, - თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება... ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ საპატიო სტუმარი ჩინეთში, კრიტიკის სამიზნე ევროპაში - თბილისი ბრიუსელსა და შანხაის შორის„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ დღევანდელ ევროკავშირში ქვეყნებს „სუვერენიტეტის პრობლემა აქვთ“.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და ის მუდმივი უკუსვლა, რომელსაც დღეს ევროპული სივრცე განიცდის როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: [არ გვინდა გავხდეთ] ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს