სომხეთი - ერთი წელი რევოლუციის შემდეგ

Your browser doesn’t support HTML5

არც ყველაზე გავლენიანი და არც ყველაზე მდიდარი, არამედ ქვეყანა, რომელმაც ერთ წელიწადში ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა: ასე ახსნა ბრიტანეთის ავტორიტეტიანმა გამოცემა „ეკონომისტმა“ თავისი გადაწყვეტილება 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაესახელებინა. გავიხსენოთ: შარშან, გაზაფხულზე, სომხეთში, მრავალკვირიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად, შეიცვალა პოლიტიკური რეალობა. როგორ ჩაიარა პირველმა წელმა ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ?