ქარის ენერგია - ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკოლოგიის სამსახურში

ორ წელიწადზე მეტია, საქართველოში მოქმედებს ქარის ელექტროსადგური - პირველი ასეთი კომერციული ობიექტი სამხრეთ კავკასიაში. რამდენად გამოსადეგია ქარის ენერგია საქართველოსთვის, რომელსაც, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, მოეთხოვება კიდეც განახლებადი ენერგიის ათვისება და გამოყენება?