რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.
მედიის პროტესტის მიუხედავად, კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარლამენტში დარეგისტრირებულია. წინ არის საკომიტეტო და სასესიო მოსმენები.
მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.
სინოდის ბოლო სხდომაზე მღვდელმთავრებმა დაახლოებით 40-წუთიანი შეკრების შემდეგ, სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, დაადგინეს, რომ საქართველოს ეკლესია ევქარისტიულ კავშირში შედის ჩრდილოეთ მაკედონიის ეკლესიასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა სრულად გაამართლა 16 წლის მოზარდი, რომელიც ბრალდებული იყო თანასკოლელის მკვლელობის მცდელობაში. მას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. მოსამართლემ განაჩენი დღეს, 15 თებერვალს გამოაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ადვოკატებს 13 თებერვალს, გვიან საღამოს ჩაბარდა. 35-გვერდიან დოკუმენტში მოსამართლე გიორგი არევაძე განმარტავს, რატომ უთხრა უარი ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის გადავადებაზე.
თითქმის 2-თვიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მხარეთა დასკვნით სიტყვებს მოუსმინა და არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მოთხოვნა.
ეკა ჩავლეიშვილი სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტია. იგი მოწმედ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მიიწვიეს პროცესზე, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილება.
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის 3 თებერვლის სხდომაზე კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები გამოკითხეს. ისინი პენიტენციური სამსახურის მოწმეები არიან.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მორიგ სხდომაზე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები თენგიზ წულაძე, გრიგოლ ხურციძე, "ვივამედის" მედდა და "ემპათიის" ექსპერტი გალინა კარმუშინა გამოკითხეს. სხდომის დასაწყისში კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.
27 იანვარს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა დისტანციურად გამოკითხეს. ეს ამ პროცესის მე-8 სხდომა იყო.
23 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეს განიხილავენ, ნეიროქირურგი, გელა მენთეშაშვილი გამოკითხეს. სხდომას ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის საქმის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავენ, დამატებით 4 მოწმე, მათ შორის, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები და კლინიკა "ვივამედის" ექთანი გამოკითხეს.
65-სართულიანი ცათამბჯენების, სავაჭრო ცენტრების მშენებლობის დამკვეთი ფონდ “ქართუს” კომპანიაა - "შპს კოსტავა 69". პროექტი მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ბაზაში 30 დეკემბერს დარეგისტრირდა. მშენებელი განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებას ითხოვს, რაც საწყისი ეტაპია ნებართვის მოპოვების გზაზე.
17 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე განიხილებოდა, ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯეიმს კობი და ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოკითხეს. სურვილის მიუხედავად, სხდომაზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს.
“მაგნიტსკის აქტის” ავტორი, ამერიკაში დაბადებული ბრიტანელი ფინანსისტი და პოლიტიკური აქტივისტი, ბილ ბრაუდერი, რომლის ძალისხმევას მოჰყვა მაგნიტსკის სანქციების დაწესება, ახლა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მუშაობს.
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამ მომენტში 2 დასრულებული და 3 მიმდინარე საქმეა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათი განხილვა შეჩერებულია. სანაცვლოდ, აქტიურია სააკაშვილის საქმეები სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 11 იანვარს სასამართლოს ჩვენება მისცა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა. ეს უკვე მეოთხე სხდომაა, რომელზეც პატიმარი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავენ.
ჩამოტვირთე მეტი