ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
„წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა ეძღვნება მეოცე საუკუნის სახელგანთქმულ დრამატურგს, ეჟენ იონესკოს, რომლის დაბადებიდან ასი წელი გავიდა გასული წლის ბოლოს. გიორგი გვახარიას სტუმრები სტუმრები - მწერალი ზურაბ ქარუმიძე და თეატრმცოდნე ირინე ღოღობერიძე - საუბრობენ იონესკოს შემოქმედებაზე და ”აბსურდის” პოეტიკაზე თეატრსა და ლიტერატურაში.
საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება დისკუსია მედიის პასუხისმგებლობაზე, ჟურნალისტურ სტანდარტებზე. გრძელდება დისკუსია, თუმცა პრობლემები თითქმის იგივე რჩება - სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები პრესას მათი ღირსების შელახვაში ადანაშაულებენ.
რუსეთის პატრიარქის კირილეს სიტყვებს, ჰაიტელები, რომლებიც ბუნებრივი უბედურების მსხვერპლნი გახდნენ, საკუთარი ცხოვრებით ამას იმსახურებდნენო, მკვეთრი რეაქცია მოჰყვა მსოფლიოში. პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო კონცერტზე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა მიწისძვრის დროს განადგურებული ჰაიტი.
მხატვარი, რომელმაც არტ-ავანგარდის პრინციპების დამკვიდრება მაშინ მოახერხა, როცა ჩვენში ყველაფერი დასავლური იდევნებოდა - სოლიკო ვირსალაძე. მის ნაძვის ხეს, "მაკნატუნას" ამ უკვდავ სახეს, "მუსიკაში გაცოცხლებული ფერწერა" უწოდეს.
ამას წინათ ჩემს ძმისშვილს გავუჯავრდი. რაღაცაზე მითხრა, მაგ სფეროში ბადალი არ მყავსო. აგერ დავბერდი კაცი, მაგრამ ასეთი რამე არა თუ არ მითქვამს, არც მიფიქრია მეთქი. მერე გამახსენდა, რომ არც ასეა საქმე. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჩემზე უკეთ არავინ იცის... ფიგურული სრიალი!
სამწუხაროდ, თეატრი საქართველოში დღეს ხელოვნების მოყვარულთა არცთუ ისე ფართო წრის ინტერესებს აკმაყოფილებს... ახლა ძნელია იმის თქმა, რამდენად თამამი იყო ქართული თეატრი 1910 წელს, როცა ”თეატრი და ცხოვრების” გამოცემა დაიწყო, თუნდაც 2010 წლის ქართულ თეატრთან შედარებით...
როგორ ხდებოდა ბავშვების სამოქალაქო აღზრდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ეპოქაში? როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, რა არის სიყვარული? სიძულვილი? ამ კითხვებით მიმართავს ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”წითელი ზონის” ავტორი, გიორგი გვახარია განათლების სპეციალისტს, ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას.
თბილისში, ოპერის თეატრის წინ, გაიხსნა ქართველი მომღერლის, ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავი. დღეს ცისანა ტატიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია, მისი ელასტიკური, უდიდესი შესაძლობლების ხმა კი ჟღერს ჩანაწერებში, რომელსაც გიორგი გვახარია მოგვასმენინებს.
მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება, სასკოლო გამოცემების ერთიანი სტანდარტების შექმნა, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის დანერგვა, მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა - ესაა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები 2010-2011 წლებში.
კომუნიზმი დაემხო, მაგრამ ევრიპიდეს ”მედეას” და, საერთოდ, ანტიკური ტრაგედიის მიმართ დამოკიდებულება საქართველოში არ შეცვლილა. ჩვენში ან მედეას გამართლებას და ევრიპიდეს გასამართლებას მიმართავენ, ანდა ანტიკური ტრაგედიის პერსონაჟს მხოლოდ და მხოლოდ ”ანტიგმირად” აღიქვამენ... რატომ? რა ვიცით მედეას და, საერთოდ, ანტიკური ტრაგედიების გმირი ქალების შესახებ?
რომერი იყო პირველი, რომელმაც ყველაფრის ნგრევის, დაშლის ახალგაზრდული ვნება საწინააღმდეგოთი შემიცვალა - ყველაფრის აწყობის, კონსტრუირების, აშენების ვნებით.
როცა საშობაო დღესასწაული რელიგიური ნაციონალიზმის გამოხატვის ფორმა ხდება, შეიძლება დაიბადოს კითხვა, საფრთხე ხომ არ ემუქრება მულტიკულტურულ სივრცეს, რომლითაც წლების განმავლობაში ამაყობდნენ ქართველები... ხელს ხომ არ უშლის რელიგია ეროვნული კულტურის ინტეგრაციას მსოფლიო კულტურასთან.
ახალი სატელევიზიო არხის, ”პირველი კავკასიურის”, ჩართვას ნეგატიური რეაქცია მოჰყვა რუსეთში. რუსმა პოლიტიკოსებმა არხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ”პირველი კავკასიურის” ეთერში გასვლამდე გამოხატეს - უფრო მეტიც, ”დიდების მემორიალის” აფეთქებას დაუკავშირეს.
არა, ვერ ვიტყვი, რომ ახალი წელი ქართულ ტელეარხებზე რაიმე განსაკუთრებული სიახლით გამოირჩეოდა - სადღესასწაულო ტელეეთერის მთავარი გმირები კვლავაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და პოპ-ვარსკვლავები იყვნენ, მაგრამ თბილისსა და ბათუმში ჩატარებულ გალა-კონცერტებს შორის განსხვავება მაინც იგრძნობოდა...
ამ ბლოგში 2009 წლის საუკეთესო ფილმების გახსენება მინდოდა. წერა დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ბლოგი უსაშველოდ გრძელი და ახალი წლისთვის სრულიად შეუფერებელი გამოდიოდა.
მერაბ ბერძენიშვილს მოქანდაკის სახელოსნოში ვესაუბრეთ. ინტერვიუს ჩაწერის დროს განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი... არ პასუხობდა. ბოლოს გამორთო. არადა, როგორც ჩანს, ცუდ ამბავს ატყობინებდნენ - 19 დეკემბერს, როცა ამ ინტერვიუს ვწერდით
ვატიკანი ყოველთვის ძლიერ ”გეოპოლიტიკურ მოთამაშედ” ითვლებოდა, თუმცა კათოლიკურმა ეკლესიამ განსაკუთრებული როლი მაინც კომუნიზმთან ბრძოლაში ითამაშა. უფრო მეტიც, საბჭოთა ბლოკის დაშლასა და კომუნისტური სისტემის ნგრევას ზოგიერთი ანალიტიკოსი რომის პაპის, იოანე პავლე მეორის დამსახურებად მიიჩნევს.
ოპერის მოყვარულებმა საქართველოში ინტერნეტით მოვუსმინეთ თბილისის კონსერვატორიისა და "ლა სკალას" სკოლის კურსდამთავრებულს ანიტა რაჭველიშვილს, რომელსაც ჯერ კიდევ სამი წლის წინ ასეთ ტრიუმფს ვერავინ უწინასწარმეტყველებდა.
თბილისში გასულ კვირას კვლავ განიხილეს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები 20-მდე ექსპერტს შეხვდნენ.
ჩამოტვირთე მეტი