ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ყოველდღიურ გადაცემაში ”საუბარი თავისუფლებაზე” ვიხსენებთ უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობას 2018 წლის სექტემბერში. გიორგი გვახარიას სტუმარია ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი.
ყოველდღიურ გადაცემაში ”საუბარი თავისუფლებაზე” ვიხსენებთ უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობას 2018 წლის სექტემბერში.
თბილისის კინოთეატრი „აპოლო“ 1909 წელს აშენდა და როგორც გიორგი გვახარიას სტუმარი, არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი ამბობს, არტ-ნუვოს სტილის უნიკალური ნაგებობაა. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ნესტან თათარაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს ამ სტილის შენობების მნიშვნელოვანი კოლექციით.
თბილისის კინოთეატრი „აპოლო“ 1909 წელს აშენდა და როგორც გიორგი გვახარიას სტუმარი, არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი ამბობს, არტ-ნუვოს სტილის უნიკალური ნაგებობაა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“გვიამბობს ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გვიამბობს ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ და ამ კონფერენციაზე წაკითხულ თავის მოხსენებაზე, რომელშიც სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზე ილაპარაკა.
გადაცემის სტუმრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სახალხო დაფინანსების პლატფორმა არ არის ქველმოქმედება. დონაციის სანაცვლოდ, დონორი იღებს გარკვეულ სარგებელს, თუმცა პლატფორმა ქველმოქმედების გაწევის შესაძლებლობასაც ტოვებს.
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას სტუმრები გვიამბობენ სახალხო დაფინანსების პლატფორმის პირველ პროექტზე „მოვუსმინოთ მომავალს“, წიგნზე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
პარლამენტის სასადილოს, სადაც დეპუტატები იმყოფებოდნენ, „ბუნკერი" შეარქვეს. ვინ გაავრცელა ეს სიტყვა? ვინ და როგორ დაამახინჯა ჩვენი უახლესი წარსული? ვუყურებთ და ვმსჯელობთ ნემო ბურჭულაძესთან ერთად.
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიამბობთ გამოკვლევაზე, რომელიც ამასწინათ ჩაატარეს ჯანდაცვის ეკონომისტმა თენგიზ ვერულავამ და მისმა ახალგაზრდა კოლეგამ დავით ნემსაძემ. კვლევის მიზანია იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში.
ამ დღეებში გამოცხადდნენ ამერიკის კინოაკადემიის პრემიის, ”ოსკარის” ნომინანტები, ან, როგორც ბოლო დროს ამბობენ ხოლმე, ”ფინალისტები”.
ორსულებისთვის 3 თვემდე ბავშვის სქესის გამხელა საქართველოში აიკრძალება - რეგულაციების ასეთი გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში სელექციური აბორტების შესამცირებლად დადგა.
თამარ ამაშუკელი იხსენებს საპროტეტსტო აქციებს, რომლებიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ იმართებოდა. თავის დროზე აქ მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდა.
თამარ ამაშუკელი იხსენებს საპროტეტსტო აქციებს, რომლებიც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ იმართებოდა. თავის დროზე აქ მშენებლობის დაწყება ვერ მოხერხდა
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას კითხვებს პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.
გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას კითხვებს პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი. იგი აღნიშნავს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობა გრძელდება, პროექტი მიდის წინ და 2020 წლისთვის პორტი შეძლებს პირველი გემების მიღებას.
რას წარმოადგენს კონსტანტინოპოლის მსოფლიო ეკლესია და რატომ დაუპირისპირდა რუსეთის საპატრიარქო? თუკი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პუტინის რეჟიმის ინსტრუმენტია, რატომ აუბეს მხარი ქართველებმა? რატომ არ მიულოცეს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია? ვუყურებთ და ვმსჯელობთ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან ერთად.
ჩამოტვირთე მეტი