ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
გადაცემის თემები და მონაწილეები: 1. პრეზენტაცია წიგნისა "სამხრეთ კავკასიის გზაჯვარედინზე": ნინო ლეჟავა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორი. 2. "ოფენ ეარი" - პასუხი კრიტიკოსებს: ვახო ბაბუნაშვილი, მუსიკოსი, "ოფენ ეარი".
1. რას ფიქრობენ ქართველები ქართულ-აფხაზურ დიალოგზე? - მარინე ელბაქიძე (ფსიქოლოგი) 2. რასიზმის გამოვლინება საქართველოში - ნუცა ერისთავი (ჟურნალისტი)
თითქმის ორ თვეს გასტანა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გამოფენამ “პაოლო იაშვილი და ცისფერყანწელები”.
18 ივნისს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა პეტიცია უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის, განთავისუფლების მოთხოვნით.
არ შეიძლება და მორჩა. დავანებე თავი, რადგან მივხვდი, რომ არის რაღაცები, რასაც ქართველ ხელოვანს ვერ აუხსნი. მაგრამ მაინც წვალობ - გენანება ეს კარგი ხელოვანიც, ქართული კინოც და ეს ქვეყანაც, ვერაფრით რომ ვერ გამოდის „რეჟიმის“ ტყვეობიდან.
მიუხედავად იმისა, რომ რეკლამის განთავსება ნაციონალურ არხებზე საკმაოდ ძვირია, პოლიტიკური რეკლამის ნაკლებობას ქართული ტელესივრცე არ განიცდიდა.
10 ივნისს 100 წელი შესრულდება ცნობილი ქართველი საბჭოთა კინოდოკუმენტალისტის, გიორგი ასათიანის, დაბადებიდან.
მაისის თვეს ქართული საზოგადოებისთვის მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. თვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ქალებზე ძალადობის გახშირებული შემთხვევები.
მაისის თვეს ქართული საზოგადოებისთვის მღელვარების გარეშე არ ჩაუვლია. თვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ქალებზე ძალადობის გახშირებული შემთხვევები, ჰომოფობიური განცხადებების სიჭარბე, რომლებიც 17 მაისთან დაკავშირებით უმცირესობებისთვის საჯარო სივრცის წართმევის პარალელურად წელს ხელახლა ჟღერდა.
რუსი რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის ახალ ფილმს, “ლევიათანს”, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის “ოქროს პალმას” უწინასწარმეტყველებდნენ. კანის ფესტივალის ჟიურის მხოლოდ სურათის სცენარი მოეწონა.
ნუ გიკვირთ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს საგანგებოდ ადუღებულ ჩაის რომ ასხამენ სახეში “მომხედრიონო ხელოვანები”. ჩაი კი არა, აგერ ქალებს ხოცავენ თითქმის ყოველდღე, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ისევ არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში.
კანის ფესტივალზე ძილი მაინც განსაკუთრებით ტკბილია. ძილი და ჩაძინება. სიბნელეში ჯდომისგან დაღლილი სუნთქვავ ჰაერს, რომლის მსგავსი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ კუთხეში! ის ჰაერია, ნიცის აეროპორტიდან რომ გამოდიხარ და უცბად რომ დაგათრობს. ზღვის და ლაჟვარდოვანი ცის ჰაერი.
დამთავრდება კანის ფესტივალი და გავიგებთ, რა უფრო ეფექტურია, აზანიავიჩუსის მელოდრამატული სტილი, ფილმი რამდენიმე უძლიერესი ეპიზოდით, თუ იგივე სერგეი ლოზნიცას ცივი დოკუმენტალიზმი, როგორც “მაიდანში”, სადაც უმოძრაო კამერა ავტორის ჩარევისა და კომენტარის გარეშე აფიქსირებს იმას, რაც ხდება კიევის “მაიდანზე”.
ბელგიელ რეჟისორებს, ძმებ დარდენებს, აქვთ შანსი, შევიდნენ გინესის რეკორდების წიგნში და მესამედ მოიპოვონ მსოფლიო კინოს მთავარი ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“.
თბილისთან კონტაქტს ვერ ვწყვეტ კინოდარბაზში ჯდომის დროსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი სეანსის დაწყების წინ ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობი ხმა გვაფრთხილებს: “მობილური ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში აკრედიტაცია ჩამოგერთმევათ”.
კანის წლევანდელ კინოფესტივალზე, როგორც ადრეც აღვნიშნე, დიდი ოსტატების ნამდვილი აღლუმია. მაგრამ როგორც კი ოსტატი თავის თავს “მეტრად” წარმოიდგენს, მაშინვე მთავრდება ხოლმე ყველაფერი.
17 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს. წელს ლგბტ თემის უფლებების ქართველმა დამცველებმა უარი თქვეს ამ დღის მასშტაბურ აღნიშვნაზე, თუმცა ჰომოფობიის მიზეზებზე დისკუსია ქვეყანაში მაინც გრძელდება.
თითქმის ათი წელია, მაისის ეს თბილი დღეები - ზღვის სეზონი რომ ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩემისთანა „მორჟისთვის“ ცივ ზღვაში შესვლა რომ ნეტარებაა - საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. კანის ფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმები გადის. ეს ფაქტია!
ჩამოტვირთე მეტი