ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
ახლახან გაიმართა ქართული კინოს კლასიკოსის, ლანა ღოღობერიძის ახალი, ამჯერად დოკუმენტური ფილმის პრემიერა.
რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსის ცოლის ფიგურა – რას საქმიანობს, როგორი ცხოვრების წესი აქვს, აკმაყოფილებს თუ არა იგი ე.წ. "საზოგადოებრივ მორალს? ამ თემებზე ესაუბრება გიორგი გვახარია ჩვენს სტუმარს, ნონა სამხარაძეს.
6 თებერვალს გაიხსნა ბერლინის 64-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ბერლინალეზე იმყოფება გიორგი გვახარია, რომელიც აღნიშნავს, რომ ამჯერად გერმანიის დედაქალაქში არ ჩაუტანიათ უმაღლესი კლასის ფილმები, თუმცა შეჯიბრება მსოფლიოს სხვადასხვა კინოსკოლას შორის მაინც შედგა.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაარსების 90-ე წლისთავს აღნიშნავს. უნივერსიტეტის იუბილე ემთხვევა რექტორის არჩევნებს, რომელიც სულ მალე უნდა გაიმართოს.
ამ დღეებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში საჯარო დისკუსიების სეზონი საინტერესო თემით გაიხსნა - “რატომ პოლიტიკა: მოწოდება, პროფესია თუ დასაქმება?”
7 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნება ზამთრის 22-ე ოლიმპიური თამაშები. საქართველოს დელეგაცია უკვე გაემგზავრა სოჭში. მიუხედავად საზოგადოების ერთი ნაწილის სურვილისა, ქართულ მხარეს უარი ეთქვა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, ბოიკოტი მაინც არ გამოცხადდა.
ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც უკვე კატასტროფულად უუნაროა, პროკურატურაში დაგროვილი საქმეები გამოიძიოს, ეს შოკი, საზოგადოებაში გაძლიერებული ზიზღი და შურისძიების გამძაფრებული ვნება არაჩვეულებრივი საშუალებაა რეალური პრობლემებისგან ხალხის ყურადღების გადასატანად.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შექმნა საქართველოს კულტურის პოლიტიკის კონცეფცია, რომელიც კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის საფუძველი უნდა გახდეს.
27 იანვარს, თბილისში, მწერალთა სახლში, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ ლაშა ბუღაძის ორი ახალი წიგნი წარმოადგინა - „ლუკრეცია 515“ და „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“.
14 იანვარს, ტრადიციულად, ქართული თეატრის დღე აღინიშნა. თეატრის მოღვაწეთა ერთი ნაწილი დღეს ქართული თეატრის მორიგ კრიზისზე საუბრობს, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი კი ამბობს, რომ ქართულ თეატრში დღეს წარმატებებიც გვაქვს.
ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში 2014 წლის პირველი თვის მთავარ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მესიჯებს შეაფასებს ჟურნალისტი ლაშა ქავთარაძე
26 იანვარს ამერიკელ რევოლუციონერს, კომუნისტს, ადამიანის უფლებათა დამცველს, სოციოლოგს, პუბლიცისტს - ანჯელა დევისს 70 წელი უსრულდება.
2 თებერვალს ქართველ კინორეჟისორს, ოთარ იოსელიანს, 80 წელი შეუსრულდება. დღეს გავიხსენებთ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის შემოქმედებას.
წლევანდელი საახალწლო პროგრამების მთავარი და საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენცია მაინც ეგრეთ წოდებული ქავერების განსაკუთრებულ სიმრავლეში, შეიძლება ითქვას, ქავერების თავდასხმაში გამოიხატებოდა.
ე.წ. “სუბკულტურები” მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების და კულტურის განვითარებაში. სუბკულტურის ფენომენზე საუბრობენ გიორგი გვახარია და სალომე ასათიანი.
თბილისში, მუსიკალური კულტურის ეროვნულ ცენტრში მოეწყო 35 წლის კომპოზიტორის მიხეილ მდინარაძის საავტორო კონცერტი, რომლის პროგრამაში მუსიკალური ხელოვნების განსხვავებული ჟანრები იყო წარმოდგენილი. გიორგი გვახარია დაესწრო კონცერტს.
9 იანვარს კინემატოგრაფისტებმა, კინოს მოყვარულებმა რუსეთში, უკრაინაში, საფრანგეთში, სომხეთში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანი, სერგო ფარაჯანოვი გაიხსენეს - თბილისელი რეჟისორის დაბადებიდან 90 წელი გავიდა.
ჩამოტვირთე მეტი