ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
17 სექტემბერს ჰამბურგში, კინოთეატრ “მეტროპოლისში”, მარიკა ლაფაურისა და ნიკო ტარიელაშვილის ფილმის პრემიერა შედგება.
ახალი თეატრალური სეზონი გაიხსნა. 14 სექტემბერს სამეფო უბნის თეატრმა სეზონი გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლით, “ტროელი ქალებით” გახსნა.
გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს კულტურის, უფრო სწორად, კულტურის თეორიის დარგში: 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე აქ ჩატარდება სემინარი “კინოავანგარდი და პოლიტიკა”.
5 სექტემბერს საფრანგეთში ლაშა ოთხმეზურისა და ჟან ლოპეზის ახალი წიგნი გამოვიდა. “ჟუკოვი, კაცი, რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა” - ასე ჰქვია ამ ბიოგრაფიულ-ანალიტიკურ ტექსტს, რომელიც თითქმის იმავე ეპოქას ასახავს, რომელსაც ამ ავტორების წინა წიგნი - “წითელი არმიის სიდიადე და უბადრუკობა”.
“კონკურსი” - ესაა პირობითი სახელწოდება გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ფილმისა, რომლის გადაღება ახლახან დასრულდა.
“დამლოცე, მამაო” - ასე ჰქვია ელენე ნავერიანის მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის პრემიერა 10 სექტემბერს გაიმართება გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში.
გასულ კვირას სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მუსლიმებს ადგილობრივი მართლმადიდებლებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს.
18 სექტემბრიდან თბილისელი ხელოვნების მოყვარულები თეატრით იცხოვრებენ - საქართველოში იხსნება თეატრის მორიგი საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
2 სექტემბერს სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება. აქ, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე ბოლო დროს გამარჯვებული ანიმაციური ფილმების ჩვენების გარდა, უცხოელი ანიმატორების მასტერკლასებია დაგეგმილი.
სამართლიანობის აღდგენის თემა საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება, თუმცა საქმიანი, საინტერესო დისკუსიები ამ თემაზე იშვიათად ტარდება.
23 აგვისტოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გაიმართა მრგვალი მაგიდა თბილისში, ყოფილი ”მხატვრის სახლის” ადგილას ასაგები შენობის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით.
23 აგვისტოს სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღე აღინიშნება.
დასრულდა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი - დასრულდა ქართველი კინემატოგრაფისტების გამარჯვებით.
თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსულ გამოცემა “კავკაზსკაია პოლიტიკასთან” ინტერვიუში სტალინის მიმართ სიმპათია გამოხატა.
ქართული მედია პოლიტიკური სივრცის ნაწილი რომ არის, ახალი არაა და ამაში განსაკუთრებული არაფერია. დაღუპული მაღაროელების ამბავი ტელევიზიებს არ აინტერესებთ იმ უბრალო მიზეზით, რომ არ აინტერესებთ პოლიტიკოსებს, დღევანდელ რეალობაში დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს.
თანამედროვე კინოს ცოცხალ კლასიკოსს, ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ რეჟისორს კინოხელოვნების ისტორიაში, რომან პოლანსკის 80 წელი შეუსრულდა.
პროფკავშირები მაღაროელთა უსაფრთხოების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, თუმცა “საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” თავმჯდომარის მოადგილის ილია ლეჟავას აზრით, საკანონმდებლო ცვლილება უშედეგო იქნება.
ყოფილი ავლაბრის არალეგალური სტამბის ტერიტორიაზე ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა წიგნის მუზეუმის მსგავსი სივრცის შექმნას აპირებს.
ჩამოტვირთე მეტი