ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ”არტისტერიუმი” წელს მეხუთედ ტარდება თბილისში. ფესტივალის ფარგლებში არაერთი გამოფენა მოეწყო, არაერთი პერფორმანსი გაიმართა.
თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბერლინში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნემ, ზაალ ანდრონიკაშვილმაწაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “ხალხთა სტუმართმოყვარეობა”.
გლდანის ციხის კადრების ჩვენებას არა მარტო საზოგადოების პროტესტი და ხალხის ქუჩაში გამოსვლა მოჰყვა. ეს კადრები შევიდა მუსიკალურ კლიპებში, რომლებიც არჩევნებამდე შეიქმნა.
4 ოქტომბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
არჩევნების წინ თბილისში კიდევ ერთხელ იმართება აქცია ძალადობის წინააღმდეგ, სახელწოდებით ”სისტემა უნდა დაინგრეს”. პირველად ქართველმა მუსიკოსებმა ეს აქცია უნივერსიტეტის წინ, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ მიტინგზე გამართეს.
ექსპოზიცია ”80-იანი წლების ქართული ხელოვნება” 27 სექტემბერს გაიხსნა.
70 წლის გახდა ქართველი პიანისტი, ელისო ვირსალაძე.
რეაქცია, რომელიც ჩვენ გვქონდა ციხეში გადაღებულ ამაზრზენ კადრებზე (მათ შორის ნაცმოძრაობის მხარდამჭერებზეც კი, ვისაც არ შეეხო გასამხედროებული პარტიული დისციპლინა), ცხადყოფს, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ინფანტილური ვუიარიზმის მარწუხებში ვიმყოფებით.
24 სექტემბერს თბილისში იწყება მრავალხმიანობის მორიგი სიმპოზიუმი.
გამოცხადდა ახალი კონკურსი - ”ოცხელი”, რომელიც მხატვრებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორიც ”საბა” მწერლებისთვის.
10 სექტემბერს თვითმკვლელობის პრევენციის დღე აღინიშნება.
ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია - ”კრეატივ-კლუბი” აცხადებს კონკურსს საუკეთესო კინოკრიტიკოსის გამოსავლენად.
5 სექტემბერი მუსიკის სამყაროში დიდი თარიღია - მსოფლიო ამერიკელი კომპოზიტორის ჯონ კეიჯის დაბადების მე-100 წლისთავს აღნიშნავს.
ათი წლის წინ, 26 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც მხოლოდ 2008 წელს განხორციელდა.
უცნაურად დაემთხვა. იმ დღეს სწორედ ამაზე ვფიქრობდი. არა იმაზე, რომ ”პუტინმა დაიწყო ომი!”, და, მით უმეტეს, არც იმაზე, რომ ”სააკაშვილმა დაიწყო ომი!” (მოდაშია. არჩევნები ახლოვდება)... არამედ იმაზე, რომ მე... დიახ, მე დავიწყე!
23 აგვისტოს მსოფლიომ დიდი ამერიკელი მსახიობის, მოცეკვავის, მომღერლის, რეჟისორის ჯინ კელის დაბადების ასი წლისთავი აღნიშნა.
23 აგვისტოს მსოფლიომ სტალინიზმის და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნა. სტალინიზმის და ნაციზმის, როგორც ერთი მოვლენის გახსენება ოფიციალურად დაიწყო 2008 წლიდან, ე.წ. ”ევროპული სინდისის და კომუნიზმის დეკლარაციის” მიღების შემდეგ.
”მიხეილ თუმანიშვილის რეპეტიცია” - ასე ჰქვია წიგნს და დისკს დიდი ქართველი რეჟისორის რეპეტიციების აუდიოჩანაწერით, რომელიც ილიას უნივერსიტეტმა გამოსცა.
მექსიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩაველა ვარგასი - ეგრეთ წოდებული “რანჩერას” სტილის სიმღერების უბადლო შემსრულებელი.
ჩამოტვირთე მეტი