ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან.
საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრება, როგორც ჩანს, სულ უფრო აქტუალური ხდება ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ სივრცეში. ქვეყანაში სერიოზული დისკუსია დაიწყო იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევისწავლოთ, შევაფასოთ და გადავაფასოთ წარსული. ერთ-ერთი ასეთი დისკუსია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა.
რატომ გვეშინია ქართველებს, ვიყოთ მხიარულები და რატომ „ვიყეფებით“? რატომ დავკარგეთ იუმორის გრძნობა? ანდა, გვქონდა კი ოდესმე? რატომ აქვს ადამიანთა უმრავლესობას ასეთი დაღლილი, მოღუშული, უსიცოცხლო მზერა? მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ბრალია ეს?
ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, „წითელი ზონის“ მორიგი გადაცემა ჯონ ლენონის ხსოვნას ეძღვნება.
გასულ კვირას თბილისში, ჟურნალისტთა სახლ „ფრონტლაინ კლუბში“, მოეწყო დისკუსია თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და ცენზურა“... ეგრეთ წოდებული „ზიზღის ენის“ აკრძალვასა თუ შეზღუდვაზე ისაუბრეს ჟურნალისტებმა, ადამიანის უფლების დამცველებმა, იურისტებმა...
ადამიანის უფლებათა დღე საქართველოში 10 დეკემბერს აღინიშნა, თუმცა ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი კვირის მანძილზე ტარდებოდა. შეხვედრა, რომელიც ”ელსამ” მოაწყო, შეიძლება აღვიქვათ როგორც ახალგაზრდების სურვილი გააფართოონ სამართლის არეალი - უპირატესობა მიანიჭონ სიცოცხლეს, რომელიც ფორმულებზე ფასეულია.
ტოტალიტარულ ქვეყნებში ხშირად სწორედ პირადი ცხოვრება ხდებოდა ადამიანის დათრგუნვის, შანტაჟის, მარგინალიზაციის საშუალება. თუმცა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ხშირად პოსტტოტალიტარულ ქვეყნებშიც ირღვევა ხოლმე. სად არის ზღვარი პირად ცხოვრებასა და „საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის“?
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო პრეზენტაცია პოეტ ირაკლი კაკაბაძის წიგნისა ”წერილები და მავთულხლართები”. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად მოეწყო აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის, ნაილი ვექილის, გამოფენა - ”საქართველოში ცხოვრების 3 წელი”.
დისკუსია თემაზე „ძალადობა ოჯახში“, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა, დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაიწყო. ამ პატარა ჩანახატში, რომელიც თავისი სტილით სოციალურ რეკლამას უფრო ჰგავდა, ვიდრე ფილმს, ქალზე ძალადობის ფაქტები გვიჩვენეს...
ვის შეუძლია და ვის არ შეუძლია საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა, ან, სხვაგვარად როგორც იტყვიან ხოლმე, „სხვის ტყავში შესვლა“? რას ჰმატებს ადამიანს, ადამიანებს, საზოგადოებას, სხვისი თანაგრძნობის, სხვისი ტკივილის შეგრძნების უნარი? რატომ საუბრობენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, პედაგოგები ჰუმანიზმისა და ემპათიის დეფიციტზე თანამედროვე საქართველოში? გიორგი გვახარიას სტუმარია ფსიქოლოგი და კონფლიქტოლოგი მარინა ელბაქიძე.
ადამიანის უფლებათა დღე, რომელსაც 10 დეკემბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გულისხმობს, მათ შორის, კულტურის, ხელოვნების სფეროს – შემოქმედებითი პროცესებისთვის ხელის შეშლა, ხელოვანის დათრგუნვა, ცენზურის დაწესება ადამიანის უფლების სერიოზულ შელახვად ითვლება.
ხვალ თბილისში გაიხსნება საერთაშორისო კინოფესტივალი „პრომეთე“, რომლის პროგრამებში ასამდე მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმია ჩართული. ჩვენ ფესტივალის დირექტორს, გაგა ჩხეიძეს ვესაუბრეთ.
პარასკევს, 3 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რადიო თავისუფლებისა და პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „წითელი ზონის“, ახალი სეზონი იწყება. იწყება გადაცემით, რომელიც ქართველ ფილოსოფოსს მერაბ მამარდაშვილს ეძღვნება.
3 დეკემბერს დიდ ფრანგ კინორეჟისორს, თანამედროვე კინოხელოვნების ცოცხალ კლასიკოსს, ახლა უკვე საპატიო ამერიკული ”ოსკარის” ლაურეატს ჟან-ლუკ გოდარს დაბადების 80 წელი შეუსრულდა. მის თაყვანისმცემლებს იმედი აქვთ, რომ ახლა უკვე 80 წლის გოდარი აუცილებლად დაუბრუნდება გადასაღებ მოედანს.
„თბილისის ურბანული განვითარება: მდგომარეობა და პერსპექტივები“ – ასე ერქვა საჯარო დისკუსიას, რომელიც ამ დღეებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში გაიმართა და რომელშიც, გარდა არქიტექტურის თეორეტიკოსებისა, მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა.
26 ნოემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში - ინფორმაციის დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის ინიციატივა ეკუთვნის ინფორმაციის საერთაშორისო აკადემიას, რომელსაც გაეროს ეკონომიკურ საბჭოებში გენერალური საკონსულტაციო სტატუსი აქვს.
1998 წელს გაერომ თავის წევრ ქვეყნებს ტელევიზიის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა. ტელევიზიის დღედ აირჩიეს 21 ნოემბერი, ტელევიზიის პირველი მსოფლიო ფორუმის ჩატარების თარიღი. სწორედ ამ ფორუმზე შესთავაზეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებს, უფრო თავისუფლად გაცვალონ პროგრამები.
19 ნოემბერს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მამაკაცის საერთაშორისო დღე აღინიშნა... რამდენიმე წელია უკვე ამ დღეს გაეროც აღნიშნავს, თუმცა საქართველოში მამაკაცებს მათ დღეს იშვიათად ულოცავენ... განსხვავებით, მაგალითად, სინგაპურისგან, ამ დღეს ქალებს ყვავილების თაიგულები არ მიაქვთ მამაკაცებისთვის!..
გასულ კვირას ლოს–ანჟელესში საპატიო „ოსკარის“ გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ წელს ამერიკის კინოაკადემიამ შეცვალა „ოსკარით“ დაჯილდოების რეგლამენტი და კინემატოგრაფისტებს ჯილდო კინოში გაწეული ღვაწლისათვის ნოემბერში გადასცა.
კულტურული მიმოხილვა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ–ერთ დამაარსებელს, დავით ჯიშკარიანს გაგაცნობთ. ეს ორგანიზაცია ამჟამად მუშაობეს პროექტზე „ტერორის ტოპოგრაფია“, აგროვებენ სტალინიზმის ეპოქასთან დაკავშირებულ მასალას.
საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობს ყელსახვევიანი მასკარადის დადგმაში. სწორედ ის ხელისუფლება, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას რომ უჭერს მხარს და სრულიად ნორმალურ მოვლენად რომ მიაჩნია, თუნდაც შჩუსევის „იმელის“ დანგრევა-დამახინჯება, აბაკელიას, ნიკოლაძის ბარელიეფების „გადაფხეკა“!
ჩამოტვირთე მეტი