გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნები ინციდენტის გარეშე მაინც ვერ დასრულდა. კარალეთის 48-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ ერთმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა უბანში ხელმეორედ შესვლა მოინდომა.
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდად დაიწყო. დილიდან რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაფიქსირდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ხარვეზები გასწორდა.
დღეს, 25 ოქტომბერს, დილიდანვე, ახალგორის მიმართულებით მიმოსვლა შეწყდა. რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი 25-დან 29 ოქტომბრამდე ჩაკეტეს.
დვანში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ „საზოგადოებრივმა ინიციატივამ“ საქართველოს ოკუპაცია და ოლიმპიადაში საქართველოს დელეგაციის შესაძლო მონაწილეობა გააპროტესტა. არასამთავრობო ორგანიზაციას სტუდენტები და მსახიობებიც შეუერთდნენ. მათ სოფელში ჩაიტანეს ქართულ-ინგლისური ტრაფარეტები წარწერით: „ყურადღება - რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“. ის იმ ტრაფარეტის წინ აღმართეს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა აწერია. აქციის მონაწილეები დვანელებს შეხვდნენ და მათი პრობლემებიც მოისმინეს.
ნიჩბებით, ორი ტრაფარეტითა და დროშებით შეიარაღებული ახალგაზრდები დვანში დილიდან გამოჩნდნენ და იქით დაიძრნენ, სადაც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი დგას.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 38-ე შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრას პირველად დაესწრო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ტოივო კლარი. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის სამუშაოები კიდევ ერთხელ გააპროტესტა და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა. ოსური მხარე კი სოფელ დვანში ხის ჯვრის დაყენებას აპროტესტებს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის, ხოხ გაგლოითის თქმით, ჯვარი უცნობმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააყენეს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე. მისი განცხადებით, ჯვარი საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მავთულხლართებიდან 5 მეტრში დვანის ტერიტორიაზე დააყენა. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართება.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 38-ე შეხვედრას პირველად დაესწრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში ტოივო კლაარი.
ჩეხეთის დედაქალაქში დასასრულს უახლოვდება ტრენინგი ჟურნალისტებისთვის, რომელიც პრაღის საერთაშორისო მედიატრენერების ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარეობს.
„დიალოგები პრაღაში“ - ასე ჰქვია მედიატრენინგს, რომელიც პრაღის საერთაშორისო მედიატრენერთა ასოციაციის (pimta) ორგანიზებით მიმდინარეობს, კავკასიელი ჟურნალისტებისა და რედაქტორების მონაწილეობით.
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლებში ხურვალეთში, დიცსა და დვანში იმყოფებოდნენ.
დვანის მინდვრებში რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ, მიწაზე დაყრილი ბოძები წამოკრიფეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.
დვანელების აზრით, ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პოლიტიკური კინკლაობა გვერდით უნდა გადადონ და გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობის დახმარებაზე იზრუნონ.
ცხინვალში ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო ხშირად საუბრობს საპროტესტო აქციების მოწყობის აუცილებლობაზე, რომლის მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომა იქნება.
დიცი და დვანი - უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში 27 სექტემბერს დიცი და დვანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცნენ. სოფლებში პარასკევს, ვითარების გასაცნობად ჩავიდა 35 უცხოელი ჟურნალისტი, რომლებმაც მანამდე მონაწილეობა მიიღეს რეიტერის ფონდის მიერ თბილისში ჩატარებულ ორდღიან სემინარში. და რაკი ეს სემინარი, სხვა საკითხებთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებსაც ეძღვნებოდა, ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, კონფლიქტის ზონაში ჩასულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ დიცთან და დვანთან რუსეთის სამხედროების მიერ აღმართული „საზღვარი“. ჟურნალისტები სოფლელებს დაპირდნენ, რომ ნანახს თავიანთ რეპორტაჟებში გააშუქებენ.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფლები დიცი და დვანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 35 უცხოელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდა.
სოფელ დვანში სამმა ოჯახმა - მეკარიშვილებმა, მახაჭაშვილებმა და კორაშვილებმა თავიანთი დამწვარი სახლებიდან ნივთები გაიტანეს, რკინის მასალა აჭრეს და ვაზიც აჩეხეს.
ამერიკის ელჩის გარდა, ხურვალეთში იმყოფებოდნენ ისრაელის ელჩი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სოფელ დვანში რუსეთის და დეფაქტო სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგლები ე.წ. საზღვრების ბოძებით მონიშვნას აგრძელებენ, რომლის შემდეგაც ღობეებს დაამონტაჟებენ. დვანში 3 მაცხოვრებელს დამწვარი სახლებიდან, რომლებსაც სათავსოებად იყენებენ, იქ დარჩენილი ნივთების და ბაღებიდან მოსავლის გასატანად 2 დღე მისცეს, რადგან ე.წ. საზღვრის კიდევ 50 მეტრით გადმოწევას აპირებენ. ახლა მერაბ მეკარიშვილს მოსავლის აღებაში და ნივთების გატანაში თანასოფლელები ეხმარებიან. ისინი აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებას ამ დროში ვერ მოასწრებენ. მეკარიშვილი ამბობს, რომ მას ამის შესახებ დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ზაურ ვალიევმა აცნობა. დვანელები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.
სოფელ კირბალში ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იქ ჩასულ მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ. სარწყავი და სასმელი წყალი, მოუწესრიგებელი გზები, დაკარგული მიწის ნაკვეთები, ზამთრისთვის შეშით მომარაგება - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მაცხოვრებლებს აწუხებთ. კირბალელების თქმით, თუ სოფელს ბუნებრივ აირს არ გაუყვანენ, მაშინ ტყეში რუსეთის მესაზღვრეების მიერ მათი დაკავება გაგრძელდება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა მოსახლეობას აღუთქვეს, რომ კონფლიქტის ზონის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება.
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლები დღეს სოფელ კირბალში შეიკრიბნენ.
ჩამოტვირთე მეტი