გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
დღეს ოსურმა მხარემ კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოსთან დაკავებული ვასილ სალამაძე და ხვიჩა გლურჯიძე გაათავისუფლა.
ტირიფონ-სალთვისის საირიგაციო სისტემა მუნიციპალური განვითარების ფონდმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აღადგინა.
გორსა და ზუგდიდში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე ხელმოწერები გროვდება. გორში საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა.
ქართულ-ოსურ რადიოსტუდიაში უკვე 7 დისკუსია ჩაიწერა. ეს სტუდია არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსის“ პროექტით შეიქმნა.
ადგილობრივმა და ცენტრალურმა მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უსაჩუქროდ არ დატოვა: მათ მაჯის საათები გადაეცათ, სტალინის გამოსახულებით.
ოსურმა მხარემ საქართველოს 12 მოქალაქე გაათავისუფლა.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა.
დღეს დილით ცხინვალიდან სოფელ კირბალის მცხოვრები გიორგი დოთიაშვილი გამოიყვანეს. იგი 22 აპრილს სოფლის მიმდებარე ტყესთან რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მისი გათავისუფლება ქართველი სამართალდამცავებისა და ოსური მხარის წარმომადგენლების მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა.
გორში ყველაზე მძიმე საცხოვრებელი პირობები ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაშია, სადაც ამჟამად ლიახვის ხეობიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. შენობის წინ, პატარა ფიცრულში, მოხუცები სხედან და საკუთარ გაჭირვებაზე საუბრობენ.
დღეს ცხინვალიდან იმ პატიმრების მშობლები გამოვიდნენ, რომლებიც სასჯელს გორის ტერაქტის მოწყობისთვის იხდიან. გია ზასეევს, გიგო ვალიევს და იოსებ კოჩიევს სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, მშობლებმა შვილები გლდანის ციხეში მოინახულეს.
დაკავებულებს ბრალი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედებოდათ.
შიდა ქართლის უკვე ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.
გორში, კონფლიქტით დაზარალებული თემების უსაფრთხოების პროექტის მესამე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
კონფლიქტის ზონაში ტირიფონის საირიგაციო სისტემის აღდგენაზე იწყება მუშაობა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 5 საათს მიმდინარეობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ერთიანი ინტერნეტსივრცე შეიქმნა. ვებპორტალი csogeorgia.org, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა შექმნა, მიზნად ისახავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლას, კომუნიკაციის გაუმჯობესებას, რესურსების გაზიარებას.
მთავრობისგან მიტოვებულმა სარიბარელებმა სოფლის პრობლემებზე ბევრი იფიქრეს და გადაწყვიტეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიემართათ.
გორში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებმა გაფიცვა დაიწყეს. ისინი პრეტენზიას შ.პ.ს. „ავტოტრანსის“ ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქვამენ და ტრანსპორტის სფეროში არსებული ქაოსის მოწესრიგებას მოითხოვენ.
საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები სოფლებსა და ქალაქებში დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის სტრატეგიის ძირითადი პრინციპების თაობაზე საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
ჩამოტვირთე მეტი