გოგა აფციაური არის რადიო თავისუფლების კორესპონდენტი შიდა ქართლში.
ერევანში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი.
გორში ერთდროულად ორი დარბაზის სხდომა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მიეძღვნა.
თითქმის 2 თვეა ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უშედეგოდ ცდილობენ თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრას.
ერგნეთის ბაზრობის აღდგენა მალე დაიწყება.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“ ორგანიზებით, გორში, თეატრის მიმდებარე სკვერში, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი გაიმართა.
ნაზი ბერუაშვილი ორ ვაჟიშვილთან ერთად 4 წელია კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გორის მე-9 საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის, ია ბჟალავას, სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ბჟალავა სკოლის დირექტორს, ელენე ხაჩიძეს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. მისი მეუღლე, თამაზ მაყაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. სერტიფიცირებულ პედაგოგთან სკოლის დირექტორმა ხელშეკრულება ისე შეწყვიტა, რომ მისთვის მიზეზი არ აუხსნია. 4 შვილის დედა საკუთარი უფლებებისთვის თითქმის ერთი წლის განმავლობაში იბრძოდა.
გორის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე დაამტკიცა.
სამართლებრივად გორი ქალაქი არ არის. ის ტერიტორიული ერთეულია.
კახა კოჟორიძე, საიას ახალი თავმჯდომარე, გორის ოფისის წინაშე წარსდგა.
პარასკევს საკრებულო გორის ახალ ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელიც 17 მილიონ 466 ათასი ლარით განისაზღვრა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში 4 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
რამდენიმე დღის წინ ცხინვალში მე-4 საბავშვო ბაღის შესასვლელთან რეაქტიული ჭურვი იპოვეს.
რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ კირბალის მცხოვრები გივი ჩხიკვაძე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დაახლოებით ერთ კვირაში გორის მუნიციპალიტეტს ახალი ბიუჯეტი ექნება. ამჟამად ბიუჯეტის პროექტში ტექნიკური შესწორებები შედის და მალე ახალ ბიუჯეტს საკრებულო კენჭს უყრის.
ერთი თვეა ცხინვალში არ წყდება დისკუსია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების შესახებ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებებია.
სემინარი, რომელიც პრაღაში ქართველი და აფხაზი ჟურნალისტებისთვის ჟურნალისტიკის ტრენერების საერთაშორისო ასოციაციის (pimta) ორგანიზებით გაიმართა, დასრულდა.
ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მიმართ საზოგადოებაში გარკვეული მოლოდინი არსებობს.
„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ (IWPR) „გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან“ (UN Women) ერთად დაიწყო პროექტი, რომლის მიზანია დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში ქალთა პრობლემების უკეთ გაშუქების ხელშეწყობა და მათი უფლებების ადვოკატირება. ეს პროექტი გორში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში, ახალგაზრდა დევნილ ქალებს გააცნეს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი ჟურნალისტებს ესაუბრნენ იმ პრობლემების შესახებ, რომელთაც კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები დევნილი ქალები აწყდებიან.
ჩამოტვირთე მეტი