ვიდეოპროდიუსერი. დოკუმენტური ვიდეოსერიების „ფენოვანი 2.10“ და „პლუს-მინუს 21“ ავტორი. სატელევიზიო გადაცემების „წითელი ზონა“ და „ანარეკლები“ პროდიუსერი. რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობს 2009 წლიდან.
საქართველოში განათლების მისაღებად ყოველწლიურად უამრავი სტუდენტი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორ ცხოვრობენ ისინი საქართველოში? რა გამოცდილება მიიღეს, რა სირთულეებს გადააწყდნენ და რამდენად კმაყოფილები არიან სწავლის ხარისხით?
რა ხდება ფეისბუკზე, პოლიტიკოსების ღია და დახურულ "ფან-ჯგუფებში"? როგორ ითარგმნება ვირტუალური მხარდაჭერა საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მიღმა, რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში? აქ შეხვდებით პოლიტიკოსების მხარდამჭერთა ჯგუფების „ადმინებს“.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორია გუშინ, დღეს, ხვალ. ადამიანების მიერ გაკვალული ბილიკები ქალაქის შუაგულში, ივანიშვილის წინასაარჩევნო საჩუქარი და პროექტი, რომელსაც თბილისის მერია მოსახლეობას სთავაზობს - რა სურს ხალხს? ნახეთ აქ.
სირთულეები, რაც საქართველოში კინოწარმოებას ახლდა თან და კინოფირი, რომლით მუშაობაც ერთი პერიოდი დავიწყებული იყო. ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ მზადდებოდა ქართული კინო და რა მომავალი აქვს კინოფირს საქართველოში.
როგორ მუშაობს საკურიერო სერვისი ღამის თბილისში? რა პრობლემები აქვთ კურიერებს და რისი მიტანა უწევთ მომხმარებლებთან ყველაზე ხშირად? კურიერები საღამოს 9-დან დილის 5-მდე.
სპორტის სასახლის უკან თავიდან ყაზარმები და ბარაკები იყო. შემდეგ აკადემქალაქის გეგმა შემუშავდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ტერიტორია თბილისის ქაოსური განაშენიანების ერთ-ერთ მთავარ სახედ იქცა. რა ხდება სპორტის სასახლის უკან - სად შევდივართ და საიდან გამოვდივართ?
ქართველი „იუთუბერები" გვესაუბრებიან სოციალური ქსელ Youtube-ში სხვადასხვა შინაარსის ვიდეოების განთავსების სპეციფიკაზე. რამდენად განვითარდა ე.წ. „ვლოგები" და „იუთუბერობა" საქართველოში, რამდენად სარფიანია და რა მომავალი აქვს?
დოკუმენტურ სერიებში „პლუს-მინუს 21" ვსაუბრობთ პოლიტიკური პლაკატის წარმომავლობაზე, მის განვითარებაზე საბჭოთა და დამოუკიდებელ საქართველოში და სახეცვლილებაზე, რომელიც პლაკატმა თანამედროვე პოლიტიკის და კულტურის პირობებში განიცადა.
„თოვლის ბაბუების სეზონი" - რამდენიმე ადამიანის პორტრეტი, რომლებიც, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მაინც ცდილობენ თავიანთი ძველებური საქმით - თოვლის ბაბუობით, სანტა კლაუსობით და საახალწლო სათამაშოების კეთებით ირჩინონ თავი და გაახალისონ გარემო.