რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
რუსთავის საკრებულომ 13 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ადგილობრივი მერიის უარს, ქალაქის მიმდებარე იაღლუჯის ფერდობზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ბიზნესმენ გიორგი ონიანს საკუთრებაში გადაეცეს, რის შუამდგომლობითაც ადგილობრივ ხელისუფლებას მთავარმა პროკურატურამ მიმართა.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „განსაკუთრებული ყურადღებით“ მიადევნებს თვალს ტელეკომპანია „იბერიისა“ და მფლობელი კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, - უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა ნაცვლიშვილმა.
ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ დაახლოებით 51 მილიონ ლარს ედავება. კომპანია ვალს აღიარებს და მის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებულ საგადასახადო პირობებს.
კომპანია შპს „ჰერიომ“ ვერ შეძლო ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში 1,5-კილომეტრიანი მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება, დაახლოებით, მილიონ 200 ათასი ლარია.
სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს თბილისში მიმდინარე მედიაფორუმი სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასთან“ გაიმართა აქცია რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის წინააღმდეგ.
რუსთავის ტერიტორიაზე განაშენიანებული შავი ფიჭვის ყველა ხეს სოკოვანი დაავადება აღენიშნება. მათი გადარჩენის მიზნით, რუსთავის „სერვის ცენტრმა“, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს რეგიონალურ სამსახურთან ერთად, 4 სექტემბერს, გამთენიისას, დაავადებული ხეების შეწამვლა დაიწყო.
რუსთავის თვითმმართველობა ამ მძიმე დაავადების მქონე ადამიანების გადაუდებელ ოპერაციებს აფინანსებს, მაგრამ მომართვიანობა იმდენად არის გაზრდილი, რომ ადგილობრივი კანონმდებლები იძულებულნი ხდებიან, სპეციალური პროგრამის დაფინანსება თვიდან თვემდე გაზარდონ ხოლმე.
წლევანდელ არჩევნებში, პირველად, პლაკატების გაკვრა აიკრძალა ცენტრალურ ქუჩებზე არსებულ გარე განათების ბიძებზე, რომლებზეც მრავლად არის გაკრული სხვადასხვა კომერციული განცხადება.
რუსთავის საკრებულო საგონებელში ჩააგდო იმ ფაქტმა, რომ მკვეთრად მოიმატა იმ მშობლების მიმართვიანობამ, რომლებიც თვითმმართველობისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ აუტიზმის დიაგნოზის, ქცევითი და ემოციური გადახრების მქონე შვილების მკურნალობისთვის. რუსთავის საკრებულო აუტიზმის დიაგნოსტიცირების გამკაცრებას ითხოვს.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას დაცვის მხარემ შს სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა თხოვნით, შეისწავლონ საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან მესამე წლისთავზე ქვემო ქართლში ავადმყოფობის გამოვლენის უფასო პროცესი, ე.წ. C ჰეპატიტის სკრინინგი, 350 ათასი ადამიანიდან მხოლოდ 70 ათასმა გაიარა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში გამოკითხული ქალების უმრავლესობა ამბობს, რომ დაბაში და მის გარშემო მძიმე დაავადებების შემთხვევები იზრდება, რაც ოქროსა და სპილენძის მოპოვებას უკავშირდება.
მოსახლეობა დეველოპერულ კომაპნია „სანრაის ჰაუსს” უპირისპირდება. ეს არის პირველი შემთხვევა რუსთავში, როცა მოსახლეობა ახალ მშენებლობას აპროტესტებს.
რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე რუსთავში გმირთა მემორიალთან გვირგვინები მიიტანეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, ომში დაღუპულ მეომართა ნათესავებმა, ჯარისკაცებმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა ვეტერანებმა.
2018 წლის ბოლომდე, ქართული წარმოების სამ სახანძრო მანქანას ააწყობენ. ტექნიკას, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“, სახანძრო ტექნიკის და აღჭურვილობის მწარმოებელ ავსტრიულ გიგანტ „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით ააწყობს.
ამერიკის ქალთა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (WNBA) ლეგენდარული მოთამაშეები რუთი ბოლტონი და შერი სემი რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიას ეწვივნენ და პატიმრებს საკუთარი სპორტული ბიოგრაფია გააცნეს. კოლონიის პატიმრებმა სტუმრებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულეს და კალათბურთელებთან ერთად იცეკვეს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული სამთო-მაშველების რაზმები ერთვებიან.
რუსთავის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებამ, მოქალაქეთა პეტიციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადამყვანი კომპანია „ინტერტრანსის“ მონიტორინგი დაიწყო.
რუსთავის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებამ, მოქალაქეთა პეტიციის საფუძველზე „ინტერტრანსის“ მონიტორინგი დაიწყო.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პარტნიორებთან ერთად C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული პროგრამის მეორე ეტაპს იწყებს.
ჩამოტვირთე მეტი