რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
საქართველოში ოთხი დიდი ქალაქი გახსნეს ორი დღით. ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით შეიძლება, თუმცა რუსთავის ბლოკ-პოსტებზე ამის გადამოწმება, უმეტესწილად, არ ხდებოდა.
რუსთავის ჩაკეტვის შემდეგ ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილს 21 აპრილამდე აიკრძალა. ქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროც ველომომხმარებლებს აქვთ დაპყრობილი, ტროტუარებზე კი ქვეითად მოსიარულენი მომრავლდნენ.
კორონავირუსის პანდემიამ პრობლემები არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასაც შეუქმნა. რუსთავში ზოგიერთ ორგანიზაციას პროექტები შეუწყდა, ზოგსაც გადაუვადდა. მესამე სექტორი ახალ რეალობასთან ადაპტირებას ცდილობს.
საკვებ პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს შემოწირულებებითა და რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით იძენენ. თვითმმართველობის შენობაში ქოლცენტრი ამუშავდა და ცხელი ხაზიც გაიხსნა მათთვის, ვინც დახმარებას ითხოვს. მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულია „წითელი ჯვრის“ ადგილობრივი ფილიალიც.
შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს, ადილობრივი საპატრულო პოლიციის და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, 31 მარტს, დილიდან, რუსთავის ოთხივე შემოსასვლელში გამშვები პუნქტები მოაწყვეს. სამხედროებისთვის გაშლილია საველე კარვები.
სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“, რომელმაც COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, სახელმწიფოსა და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს თხოვნით.
20 მარტს, დილიდან რუსთავის არასასურსათო მაღაზიების უმრავლესობა მუშაობას აგრძელებს, , მთავრობის განკარგულების მიუხედავად.
18 მარტს, დილიდან, რუსთავში დაიკეტა ბარები, რესტორნები და სპორტული დარბაზები; შეწყდა სამგზავრო მიკროავტობუსების მიმოსვლა.
მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, თბილისში საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების შესვლა იკრძალება, მათ შორის რუსთავიდანაც. დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ, კითხვაზე.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის „წითელი ხიდის“ მონაკვეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული 18 ადამიანი 28 თებერვალს კორონავირუსზე შესამოწმებლად სოფელ ბედიანში გადაიყვანეს.
რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, დავით ბეგაშვილმა, 26 თებერვალს მერიის შენობაში მიწვეულ ქალაქის ტერიტორიული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს.
რუსთავის გარეუბანში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რამდენიმე ავარიული შენობაა, რომლებიც, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, აღდგენას არ ექვემდებარება. შენობათა ბინადარნი გამაგრებით სამუშაოებს ითხოვენ, ნაწილიც - სხვა ბინებით დაკმაყოფილებას.
ჩამოტვირთე მეტი