რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატი დაასახელა, რასაც საბჭოს არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის - მძაფრი პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა" რუსთავის მერიას ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის სათემო დღის აქტივობების ცენტრის დაფინანსებას სთხოვს.
რუსული და ანტიდასავლური პროპაგანდის სამიზნე მარნეულელი ახალგაზრდებიც არიან. ინფორმაციას არაქართული ტელეარხებით იღებენ, თუმცა ბევრი მათგანი ალტერნატივად სოციალურ ქსელებს იყენებს.
2018 წელს და განსაკუთრებით პრეზიდენტის არჩევნების ორივე ტურში პოლარიზაციამ ქართულ ტელესივრცეში, ფაქტობრივად, პიკს მიაღწია.
2019 წლიდან ძალაში შედის კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. რუსთაველების ერთი ნაწილი უნდობლობას ავლენს საპენსიო რეფორმის მიმართ,ზოგს საერთოდ არ სმენია.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ორი ღუმელიდან ერთ-ერთს აჩერებს იმის გამო, რომ სამშენებლო არმატურის ადგილობრივ ბაზარზე საწარმოსთვის არაკონკურენტული გარემოა.
რუსთავში, თბილისის ქუჩის #33-ის ბინადრები კომპანია „რუსთავის წყლის“ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
კამერუნელ ჯორჯ უემსს 28 ნოემბერს რუსთავის N17 შიდასაქალაქო მარშრუტით მოძრავ მიკროავტობუსში სცემეს. მან პოლიციას გამოუძახა, თავად კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკა იმ დღესვე დატოვა.
მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ამ დრომდე განხილული ოთხი საჩივარი, მათ შორის ყიზილაჯლოს 49-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის შესახებ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არჩევნების გაყალბების ნიშნების გამო კვლავაც მოითხოვს მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას.
ტელეკომპანია „იბერიის“ საინფორმაციო სამსახურიდან განთავისუფლებული 21 თანამშრომელი 27 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს ტელეკომპანია „იბერიის“ წინააღმდეგ.
20 ნოემბრის ღამეს რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თუ ახლანდელი ლიდერების ე.წ. ანტიპლაკატები გააკრეს. „ნაცტერორისტები“, „შეუკვეთე წამება“ - შენობებზე ამ შინაარსის პლაკატები გაჩნდა. პლაკატები გააკრეს „ევროპული საქართველოს“ შტაბის მინებზეც. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ვერ განხორციელდა. შესაბამისად, აუთვისებელი რჩება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.
„არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ პოსტიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ვარაუდების კომენტირების დროს.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბები გაერთიანდნენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რათა კოორდინირებულად იმოქმედონ.
რუსთავში ე.წ. „სტამბოლის ბაზრის“ დირექტორის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარეს სამასამდე მოწმე ჰყავს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზაზა სარალიძის მიმართ არ გამოიყენა აღმკვეთი ღონისძიების არცერთი ფორმა.
რუსთავში დამწვარი „ლურჯი მარკეტის“ მოვაჭრეები საბანკო ვალდებულებათა გადავადებასა და ვაჭრობის გაგრძელების შესაძლებლობას ელოდებიან.
22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომაზე „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიერ შეტანილი არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა.
ჩამოტვირთე მეტი