რადიო თავისუფლების კორესპონდენტი აჭარაში.
კორონავირუსის პანდემიის გამო ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვის მოხსნას ელოდებოდა ზაფხულობით, ბათუმში ტრადიციად ქცეული დიდი ფესტივალების ორგანიზატორების ნაწილი.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფეისბუკგვერდით რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გატანილი გოლის ამსახველი კლიპი გავრცელდა. საზოგადოებისა და ჟურნალიტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელს ხელისუფლების რეკლამაში ადანაშაულებს, ტელევიზიის ხელმძღავნელობა სარედაქციო მიკერძოებას ვერ ხედავს.
საქართველოს სახალხო დამცველი სადავოდ ხდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს.
დამსვენებლებს არა, მაგრამ შეზლონგების გამქირავებელს პირბადე უნდა ეკეთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიუახლოვდება და სავალდებულო დისტანციას დაარღვევს.
მეკობრეებსა და აფრიკის ჯუნგლებში გატარებულ ტყვეობის 21 დღეზე რადიო თავისუფლებას გემის კაპიტანი, 34 წლის დავით მელიქიშვილი, უყვება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც საარჩევნო სისტემა შეიცვალა, მსგავსს ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყო აჭარის საკანონმდებლო ორგანოში.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, დევნასა და შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. პროკურატურაში შესულია ჟურნალისტების ორი წერილი, სადაც დირექტორის მხრიდან მათზე განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვენ, 11 სარჩელით კი.
ზღვაში ბანაობა ბათუმელებმა ერთი თვის წინ დაიწყეს, თუმცა ოფიციალურად საზაფხულო სეზონი შიდა ტურისტებისთვის დღეს, 15 ივნისს გაიხსნა. ბულვარის ადმინისტრაციამ პლაჟის მოსაწყობად აქუციონის გამოცხადება ვერ მოასწრო, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების წესებს მხოლოდ რამდენიმე დღეში გამოქვეყნებს.
ბათუმელებმა საზღვაო სეზონი უკვე თვეზე მეტია, დაიწყეს.
აჭარის საკანონმდებლო ორგანოსთან გარემოვაჭრეებმა გასაყიდი ნივთები გამოფინეს და ბათუმის ქუჩებში თავისუფალი ვაჭრობის ნებართვა მოითხოვეს.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გოგა კოხრეიძემ, უკვე მესამე თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. შორენა ღლონტს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ეს თანამდებობა კოხრეიძემ 28 თებერვალს დაატოვებინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია: „ქ. ბათუმის მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო, რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა“.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბათუმელებმა სახლებიდან სახელმწიფო დროშები გადმოფინეს. ნატა იმედაიშვილის ოჯახში სხვადასხვა ისტორიის მქონე საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები ინახება.
ნიგერიაში მეკობრეთა 21-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურებს შორისაა 34 წლის კაპიტანი, ბათუმელი დავით მელიქიშვილი, რომელმაც დღეს დილით ბათუმში დედას დაურეკა და უთხრა, რომ ეკიპაჟის წევრები უკვე უსაფრთხო ადგილას არიან.
საქართველოს მოქალაქე, მიხეილ სამნიძე, მთავრობას იმ დადგენილებას ედავება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს გადაადგილება აიკრძალა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქის სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა. ამის შემდეგ სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
ჩამოტვირთე მეტი