მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე, ორი ტრანსგენდერი ქალი სცემეს. ორივეს ტვინის შერყევა აქვს, სახეზე ფიზიკური დაზიანებები: გატეხილი ცხვირი, ჩამოხეული ყური, დალურჯებული თვალი. ერთ-ერთმა, 28 წლის ნატა ტალიკიშვილმა რადიო თავისუფლებას მოუთხრო.
გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე, ორი ტრანსგენდერი ქალი სცემეს. ორივეს ტვინის შერყევა აქვს, სახეზე ფიზიკური დაზიანებები: გატეხილი ცხვირი, ჩამოხეული ყური, დალურჯებული თვალი.
რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება? ის, რომ რეალობა არ იცვლება, არის თუ არა ხელისუფლების უძლურების ბრალი? და ამ ფონზე იყენებს თუ მთავრობა ეფექტიანად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს?
სოფელ ატოცში, სადაც სალომე მხეიძეს მთელი ბავშვობა აქვს გატარებული და იქაური სახლი შარშან თავისი ხელით გაარემონტა, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის გავლება დაიწყეს. ახალი საოკუპაციო ღობე სალომეს სახლიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია.
„ჩემს სოფელში მავთულხლართებს აბამენ რუსები“, - დაწერა სალომე მხეიძემ 7 ნოემბერს სოციალურ ქსელში. უფრო სწორედ, დაიყვირა.
პროკურატურამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემაში დაადანაშაულა. დამნაშავედ ცნეს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი - მიხეილ ჩოხელიც.
როდესაც ბავშვებს მასწავლებელი ჩაგრავს, უსამართლოდ ექცევა, უბრაზდება, უყვირის და ხელით ეხება, ლანძღავს და კლასის წინ ამცირებს, ამ დროს ბავშვები ბრაზს, სირცხვილს, ტკივილს, სევდას - ყველაფერს ერთად გრძნობენ.
პატრიკისთვის საქართველოს ამბავი ათი წლის წინ CNN-ის ყურებისას დაიწყო, როცა ტელევიზორში ახალი ამბავი მოისმინა - საქართველოში რუსული ჯარები შეიჭრნენ.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ერთი კარვის დადგმის უფლებას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ. პოლიცია მათ ამის ნებას არ აძლევს.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს. სალომე ზურაბიშვილს ჯერ ასეთ კონკრეტულ გეგმაზე მედიასთან არ უსაუბრია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა, მთავარი კითხვაა, როგორ მოიქცევა ამომრჩეველთა ის 10 %, ვინც ხმა არც სალომე ზურაბიშვილს მისცა, არც გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი და არც დავით ბაქრაძის სასარგებლო არჩევანი გააკეთა?
საქართველოში მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. ამჯერად - 6 წლის ვადით. და ბოლოჯერ - პირდაპირი არჩევის გზით. საარჩევნო უბნები დილის რვა საათიდან გაიხსნა და ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 17.00 საათისათვის 38.16%-ს მიაღწია. ნახეთ, რა განწყობით და რა გადაწყვეტილებით მიდიოდნენ ამომრჩევლები საარჩევნო უბნებზე.
ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტი 19 ოქტომბერს პროკურატურის წინ გაგრძელდა. იქ ისინი მივიდნენ მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძისთვის თავის შესახსენებლად - კიდევ ერთხელ მოითხოვეს სიმართლის დადგენა და თავიანთი შვილების მკვლელების დასჯა.
ულტრანაციონალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მეთაურს, გიორგი ჭელიძეს 14 ადვოკატი იცავს.
ყველა თავისი ნებით. ყველა - უსასყიდლოდ.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დიდი გულშემატკივრის, სერ ოლივერ უორდროპის დღიურები ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკას 2018 წლის ზაფხულში გადაეცა.
რა ვიცით მირზა სუბელიანზე და ვინ დაიცავს მას დღეს?
ამ დრომდე უცნობია ადგილსამყოფელი 17 წლის გოგონასი, რომელიც სოფელ ლამბალოდან 4 დღის წინ საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაათრიეს და გაიტაცეს.
ფრანკფურტის წიგნის 70-ე, საქართველოსთვის ისტორიული, ბაზრობა დასრულდა. 9-14 ოქტომბერს გერმანულენოვანი მკითხველის ყურადღება ქართული ლიტერატურისა და კულტურისკენ იყო მიმართული. საპატიო სტუმრის სტატუსის მქონე საქართველომ 72 მწერლის 350-ზე მეტი ღონისძიება ჩაატარა. უცხო ენაზე 600 წიგნი გამოიცა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასრულებამდე 2 დღე რჩება. 14 ოქტომბერს დაიხურება წიგნის ბაზრობა, რომელშიც სტუმარი ქვეყნის სტატუსის მქონე საქართველოდან 70 -მდე მწერალი იმყოფებოდა. რა სათქმელი მიიტანეს აუდიტორიამდე ქართველმა მწერლებმა, ნახეთ ვიდეოში.
ჩამოტვირთე მეტი