მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
ივლისის ბოლოს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ოცდაათი ახალი ტუალეტი უნდა აშენდეს. საზოგადოებრივი "რეტერატების", ანუ საპირფარეშოების, მოწყობის ვალდებულება მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულ კომპანია „სითი ბოქსს“ აქვს.
იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობს და კანონის შეცვლას გეგმავს, 8-წლიან პატიმრობას უსჯიან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს („ბახალას“).
„მუშა დამარცხდა“ - ნიშნავს, რომ ის სამუშაო ადგილზე დაშავდა. და თან ისე, რომ საწარმოო ტრავმის გამო სამსახურის გაგრძელება ვეღარ შეძლო. რა ელის ამ ხალხს საქართველოში? მათ, ვინც ან მხედველობა დაკარგა, ან ხელი თუ ფეხი, ან გადაადგილება აღარ შეუძლია? ვინ არის პასუხისმგებელი მათ დარჩენილ ცხოვრებაზე?
18 იანვარს თბილისში, ერთ-ერთ მშენებლობაზე, მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან კიდევ ერთი მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა. ის 26 წლის იყო. როგორც ირკვევა, მას ფეხი დაუცურდა. ის უკვე მეჩვიდმეტე ადამიანია, ვინც 2017 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე სწორედ მშენებლობაზე დაიღუპა. საქართველოს პროფკავშირის ცნობით, გასული ერთი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო სულ 40 ადამიანია დაღუპული.
18 იანვარს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა CRRC საქართველოს მიერ მომზადებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევის შედეგების პოლიტიკური ნაწილი. გამოკვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა და მასში 2298-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როდესაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „ჯეოსელთან ერთად“ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეზე“ მუშაობა დაიწყო, მაშინვე გაჩნდა კითხვაც - ხომ არ იქცეოდა „ციფრული ფოტომატიანე“ ერთგვარად ელიტურ ალბომად.
როდესაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ „ჯეოსელთან ერთად“ პროექტ „ციფრულ ფოტომატიანეზე“ მუშაობა დაიწყო, მაშინვე გაჩნდა კითხვაც - ხომ არ იქცეოდა „ციფრული ფოტომატიანე“ ერთგვარად ელიტურ ალბომად, რომელშიც მხოლოდ ცნობილი და წარმატებული ადამიანების ფოტოებს მოუყრიდნენ თავს.
რას ვამზადებთ საახალწლო სუფრისთვის? რადიო თავისუფლების მასპინძლები არიან პოეტი და მთარგმნელი, კულინარიის დიდი მოყვარული დიანა ანფიმიადი და მისი მეგობარი და მეზობელი, ასევე პოეტი, ნატო ინგოროყვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა პოეტ ზვიად რატიანის პროცესი. სასამართლომ ის დარბაზიდან გაათავისუფლა. პოლიცია მას დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში სდებდა ბრალს.
ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი საქართველოს პარლამენტში დაგეგმილზე თითქმის ორი საათის დაგვიანებით დაიწყო.
ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობამდე, სადაც საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანაა, სულ ცხრა თვეა დარჩენილი. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი და მისი გუნდი კი, ვინც წლების განმავლობაში კურირებდა ამ პროექტს, შესაძლოა, პროექტიდან და სამსახურიდან წავიდეს.
„დაედოს ვეტო კანონპროექტს „მაუწყებლის შესახებ“ - ამ მოთხოვნით შეხვდნენ 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედიაექსპერტები.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურს დაავალა არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა მწვანე სივრცეების, პარკებისა და სკვერების ხარჯზე.
ხელფასის დაკლება გაუფრთხილებლად დანაკლისის აღმოჩენის, დაგვიანების ან იმ სამუშაოს შეუსრულებლობისათვის, რომელიც დასაქმებულის ფუნქციებში არ შედიოდა, ასევე იმის გამო, რომ თანამშრომელს კეპი არ ეხურა ან შესვენებიდან დაბრუნება 3 წუთით დააგვიანდა; ფსიქოლოგიური ძალადობა 12-საათიანი სამუშაო რეჟიმის პირობებში, უარი კუთვნილ შვებულებაზე სასურველ დროს და ა.შ. -სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი კრიტიკულად აფასებს და სპეციალური გამოკვლევით ეხმიანება.
პირველკლასელი ლილე 22 კილოს იწონის, მისი სკოლის ჩანთა კი 3 კილოა, ოღონდ ეს მაშინ, როცა წიგნების ნაწილი სკოლაში აქვს დატოვებული. თუ ჩანთაში ყველა წიგნს და საჭირო ნივთს ჩააწყობს, მისი წონა 6-7 კილომდე იზრდება ხოლმე. კიდევ უფრო მძიმეა უფროსკლასელების ჩანთები.
კიევში მოვლენები დილიდან, ელვისებური სისწრაფით განვითარდა. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, დაკავების ოპერაციის თაობაზე.
ჩამოტვირთე მეტი