მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
საარჩევნო სისტემის ცვლილება მაჟორიტარულიდან პროპორციულისკენ, პრეზიდენტის არჩევის წესი, მოსამართლეების წინასწარი სამწლიანი ვადის გაუქმების საკითხი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე.
თამარა ნადირაძე, აღათო გვარამაძე, თეკლე მჭედლური, საქინათა გასანოვი - ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია. ის ქალები, რომელთა ზეპირი ისტორიები ფონდმა „ტასომ“ ერთ წიგნში გააერთიანა და „ქალი საბჭოთა სოფელში” დაარქვა, გაცილებით მეტნი არიან.
უკვე ორ კვირაზე მეტია, ბაქოში, წინასწარი დაკავების იზოლატორში, იმყოფება 29 მაისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი.
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ამჟამად თბილისში მცხოვრებმა კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა, დაშგინ აღარარლიმ განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და დევნიან.
6 ივნისს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი პირდაპირ პარლამენტში.
თბილისში გრძელდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. 27 მაისს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ მთელი დღის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა კომიტეტის სხდომები.
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 49-კაციან დელეგაციას ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი ხელმძღვანელობს.
თბილისში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების საკითხებზე მსჯელობდნენ - ექნება თუ არა საქართველოს ეფექტიანი შრომის ინსპექცია, როდის იქნება დაცული დასაქმებულთა უფლებები, იმუშავებს თუ არა ახალი კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და შედგება თუ არა პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხებზე.
თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი მელიქიშვილისა და ნიკოლაძის ქუჩების კვეთაზეა - ეს შედეგი გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის მონიტორინგმაც აჩვენა. ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად კი ავტომობილების გამონაბოლქვი დასახელდა.
22 მაისს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა შუალედური დასკვნა, რომელიც თბილისის მერიის მიერ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის კანონიერებას შეეხება და რომლის მიხედვით, მერიამ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა.
19 მაისს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას.
29 მაისს თბილისში იწყება მესამე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელსაც საქართველოს მწერალთა სახლი მასპინძლობს.
მარია კასენკო 21 წლის ტრანსგენდერი ქალია. 14 წლისა იყო, როდესაც სახლიდან წავიდა და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა იმისთვის, რომ, როგორც თავად ამბობს, „ფეხზე დამდგარიყო“.
გერმანელი მასწავლებელი ქალების, ტანტეების, საბავშვო ბაღები მაშინდელ საბჭოთა ბაღებს არაფრით ჰგავდა - იქ წასვლა ყველა ბავშვს უხაროდა.
საქმის არსებითი განხილვა მოწმეების დაკითხვით ცოტა ხნის წინ განახლდა თბილისის საქალაქო სასამართლოში - 4 მაისს დაკითხეს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.
ვაჭრობის აკრძალვას გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და უარს ამბობენ სავაჭროდ ბაზრობის ტერიტორიაზე გადავიდნენ.
2017 წელს საქართველო და გერმანია ურთიერთობების საიუბილეო, მე-200, წლისთავს აღნიშნავენ - პირველი გერმანელი კოლონისტები საქართველოში სწორედ 200 წლის წინ, 1817 წლის სექტემბერში, ჩამოასახლეს.
ყველაფერი 1817 წელს სოფელ მარიენფელდის დაარსებით დაიწყო. ამ წლის 21 სექტემბერს თბილისში ვიურტემბერგიდან 181 გერმანელი ჩამოვიდა.
სახურავახდილი სახლები, დაზიანებული სკოლები და ბაღები, მოგლეჯილი ხეები - 23 აპრილს, ღამით, სტიქიამ გურიისა და სამეგრელოს ათობით სოფელი დააზარალა. ძლიერი ქარი დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
ჩამოტვირთე მეტი