მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
2016 წლის 1 აგვისტოს ამოიწურა რძის პროდუქტების მწარმოებლებისათვის მიცემული ვადა.
2016 წლის შემოდგომიდან საქართველოს გზებზე ასეულობით ახალი სათვალთვალო კამერა დამონტაჟდება, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებათა დარღვევებს გააკონტროლებს.
მთავარმა პროკურატურამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა.
პროკურატურა იუწყება, რომ ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა თურქეთს.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი და მისი პარტნიორი, ე.წ. ჩაღლარის საგანმანათლებლო სივრცეში მოქცეული, სკოლები საპროტესტო წერილს ავრცელებენ და მოითხოვენ, შეწყდეს მათ მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ორ კვირაზე მეტია, მეორე მსოფლიო ომისდროინდელ წერილებს აგროვებენ. ეროვნულ ბიბლიოთეკას ამ წერილების მოგროვება, გაციფრულება და მომავალი თაობებისთვის შენახვა აქვს გადაწყვეტილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა გრძელდება. 20 ივლისს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ეპიზოდზე არსებითი განხილვა გაიმართა, რომელსაც ამ საქმეზე ბრალდებული კომპანიის დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი პატიმრის სტატუსით პირველად დაესწრო.
საბავშვო ბაღებში განათლების, ჰიგიენისა და სანიტარიის, კვების, ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტების შემუშავება, აღმზრდელთათვის პედაგოგის სტატუსის დაბრუნება და მათი ახალი სტანდარტით გადამზადება.
14 ივლისს, ღამის 11 საათზე, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში ათობით ადამიანს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი ბასტილიის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ და საზეიმო ფოიერვერკებს უყურებდნენ.
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, კიდევ ერთი ქალი მოკლეს. ქმარმა 20 წლის მეუღლე ყელის არეში დანით დაჭრა, ჭრილობა კი საბედისწერო აღმოჩნდა.
12 ივლისს საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. პარტიული სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება, აჭარაში საარჩევნო მარათონს დავით ბერძენიშვილი გაუძღვება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ სუსტი საპარლამენტო კონტროლის მაჩვენებელია ისიც, რომ პარლამენტი სათანადოდ არ განიხილავს მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს.
ლევან ღამბაშიძე მოხალისეა, როგორც თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს, - ჯერჯერობით „კიჩი ალპინისტი“, თუმცა მას და მის მეგობრებს დიდი გეგმები აქვთ, თუ როგორ დაუბრუნონ მთას ახალგაზრდები, როგორ გახდეს მთაში წასვლა მათი ცხოვრების ნაწილი.
27 წლის თინა ღვინიაშვილი ბევრს დადის. დადის მეგობრებთან ერთად, დადის მარტოც და, რაც მთავარია, დადის ავტოსტოპით. მისი მოგზაურობა საქართველოში და ერთხელ მის ფარგლებს გარეთაც, თურქეთში, ოთხი წლის წინ დაიწყო.
რა მომავალი აქვს ბეჭდურ მედიას და როდის გაქრება ბოლო ნაბეჭდი გაზეთი, მით უმეტეს, ციფრული მედიის ელვის სისწრაფით განვითარების ფონზე?
24 ივნისს მუშაობა დაასრულა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა.ბოლო საგაზაფხულო სესიაზე საკანომდებლო ორგანომ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს მოუსმინა.
დიდი ხანი არ არის, რაც სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოჩნდა გრაფიკოს-დიზაინერის, ბექა ბერიძის ნამუშევრები - ქართული სიტყვები, რომლებიც იმ საგანს თუ გრძნობას გამოხატავს, რომელსაც ეს სიტყვა აღნიშნავს.
ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სოციალურ მუშაკს უფლება მიენიჭება ძალადობის შემთხვევაში ბავშვი ოჯახის მოძალადე წევრისგან განაცალკევოს.
ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ პროცესი ლოგიკურად მიდის და ხელოვნური წინააღმდეგობები სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე უკვე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის.
ჩამოტვირთე მეტი